"ბოდიში, ჩემი შეცდომაა, თავს ამის გამო საშინლად ვგრძნობ... ესპანეთთან თამაშამდე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ...- სანიოლი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული 3 ყვითელი ბარათის გამო, "ნაპოლის" შემტევი "ჯვაროსნებს" ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ლუქსემბურგთან მატჩში ვერ დაეხმარება.

"მინდა, ფანებს ამ შეცდომის გამო, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ, ბოდიში მოვუხადო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯგუფური ეტაპის შემდეგ ყველა ბარათი გაუქმდებოდა და ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. სამწუხაროდ, რეგლამენტისთვის არ გადამიხედია", - აქვეყნებს სანიოლის სიტყვებს tuttomercatoweb.

altსანიოლი: პლეი-ოფში გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს

მკითხველის კომენტარები / 53 /
მოდი ერთიც ვთქვათ, ცოდვა გამხელილიო. საქართველოს ნაკრებმა ეს ორი თამაში ძალიან ბინძურად ითამაშა პლუს ეგზომ მომატებული სიმულაციები - ისე ეს ადრე (სიმულაციები) დიდად არ გვახასიათებდა და ეს საიდანღა მოვიდა არ ვიცი.
დინამიტი
19:54 25-11-2023
2
კარგი, ეგ არ იცოდი და შეგეშალა, მაგრამ შენი ფეხბურთელი რომ აშკარად ნერვებზეა, თავს ვერ იკავებს და ყვითლებს და წითლებს რომ თავი დავანებკოთ, შეიძლება მოწინააღმდეგემაც ვერ მოთოკოს ნერვები და ტრამვა მიაყენოს, შენიშვნაც კი არ უნდა მისცე? სპალეტის რაღაც რომ არ მოეწონა მთელი სტადიონის გასაგონად დაუყვირა და ასე იქცევა ნორმალური მწვრთნელი.
ახლა აქ კომენტარებში ვიღაცეებს გონიათ რომ ერთიანობა ნიშნავს ყველაფერზე თვალის დახუჭვას ბიჭებს ნუ სტრესავთო, ჯერ ეგ ერთი ბიჭებს არავინ აკრიტიკებს, მეორეც ამ ბიჭებს ნორმალური ფედერაცია და კვალიფიციური მწვრთნელი ჭირდებათ და არა ფედერაციის გაუთავებელი გაპრავება!
არტ
11:30 25-11-2023
2

სიახლეები პოპულარული