"ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში რომ ვყოფილიყავით, საქართველოსთან წარმატებით თამაში მარტივად შეგვეძლო" - ვეტერანი რუსი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ბორის რაპოპორტმა თავისი ქვეყნის ნაკრების ამხანაგური მატჩი შეაფასა, სადაც რუსეთმა კუბა 8:0 დაამარცხა.

მან სინანული გამოთქვა, რომ რუსებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აკრძალული აქვთ და საქართველოს ნაკრები დადებითად არ მოიხსენია.

"რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ოფიციალურ მატჩებში გამოსვლა არ შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ ევროშესარჩევში ისეთ გუნდებთან, როგორებიცაა სლოვენია და საქართველო, მარტივად შეგვიძლია წარმატებით ვითამაშოთ", - აქვეყნებს რაპოპორტის სიტყვებს sports.ru
მკითხველის კომენტარები / 27 /
საინტერესოა, ამ რუსის ნამდვილი ეროვნების მითითებით თუ გაგვახარებდით მსგავსი სტატიით?!...
დდდ
13:16 23-11-2023
6
ეს არის უიმედოდ დაავადებული ერი.
ამათ არ შეუძლიათ ნორმალური ურთიერთობა სხვასთან. მხოლოდ სხვისი ჩაგვრა, მასზე ზემოდან ყურებ არის ის დმგომარეობა რაშიც წარმოუდგენიატ თავი.
იქნებიან მშივრები, მაგრამ ველიკოძერჟავულ მანიას ვერ დათმობენ.
იმის მაგიერ გამოიყენონ ის უზარმაზარი რესურსი, რაც გააჩნიათ და იყვნენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სახელმწიფო, ცხოვრობენ ლაფში, მთელ რესურს ახმარენ სამხედრო ინდუსტრიას,კორუფციაში ჩაფლულები, მხოლოდ იმიტომ რომ შეინარჩუნონ ზე სახელმწიფოს სტატუსი,
ჩამორჩენილები ყველაფერში, თანამედროვე ტექნოლოგიებში, პროგრესში, ინტელექტში, განათლებაში. თვითონ იჭრიან გზას.
ვერ ხვდებიან რომ არ აქვთ რესურსი, არც ინტელექტუალური, არც დემოგრაფიული.
რა კონკურენცია უნდა გაუწიოს მილიარდნახევრიან ჩინეთს, 100 მილიონი მოსახლით, რომელიც არანაირად არ არის საკმარისი აითვისოს ის რესურსი რაც გააჩნიათ.
ასე რომ ამათი იმპერიის დასასრული არის გარდაუალი.
5

სიახლეები პოპულარული