ვლადიმერ ვაისი: მომდევნო მეტოქე უფრო რთულია და გარკვეული ცვლილებები იქნება

AutoSharing Option
მალტასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ (1:0), კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გააკეთა. კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა

"პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით, თუმცა მომენტების რეალიზება არ გამოგვივიდა. მეორე ნახევარში მიღებულმა წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა. ბიჭები 4-2-3 სისტემაში კარგად მოქმედებდნენ. შემდეგ ხოჭოლავა საყრდენ ნახევარმცველად გადავიყვანე. გამოჩნდა, რომ რამდენიმე მოთამაშე კლუბში 90 წუთს არ თამაშობს.

10 ფეხბურთელით ნებისმიერ გუნდთან რთულია მოგება. გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე 100 %-იანი პენალტით გავიტანეთ. გამახარა კიტეიშვილის თამაშმა, ძალიან კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა. სწორედ ასეთი უნდა
იყოს დებიუტანტი, რომელსაც სურს გუნდში ადგილის დამკვიდრება. კარგი იყო ლაშა დვალი მარცხენა მცველის პოზიციაზე. მან ჩემი დავალებები ზუსტად შეასრულა.

მომდევნო მეტოქე უფრო რთულია, თუმცა მალტაც კარგი გუნდია. ლუქსემბურგთან იქნება გარკვეული ცვლილებები. მითუმეტეს მომდევნო შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება“, - განაცხადა ვაისმა.

ლუქსემბურგთან მატჩისთვის ნაკრებს კიდევ სამი ფეხბურთელი ჯაბა კანკავა, ჯაბა ჯიღაური და ოთარ კაკაბაძე შეურთდება.

ტრავმების გამო ნაკრებს ნიკა კვეკვესკირი და ბაჩანა არაბული ვერ დაეხმარება. მათ საკლუბო მატჩების გამო ავსტრიული შეკრება გამოტოვეს, შემდეგ კი ტრავმა მიიღეს.

altსაქართველო - მალტა 1:0 - ასეთ გუნდს უფრო ადვილად უნდა მოუგო! [VIDEO]

alt10-ბალიანი სისტემა: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასებები მალტასთან მატჩში

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩაკვეტაძე რატომ არ იყო? შემდეგ თამაშში იქნება?
გიორგი
20:56 02-06-2018
0
ყველაფერი გეგმით მიდის და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ლობჟანიძე და კიტეიშვილი იყო აღმოჩენა და მხოლოდ ამისთვის ღირდა ეს თამაში ბოლობოლო. საბამ კარგად ითამაშა და თუ ბურთი ვერ შეაგდო, ნერვიულობიდან გამომდინარე სიჩქარის ბრალია, პირველი თამაში იყო და ნუ დავგრუზავთ. გვილია რომ არ გაეგდოთ, საბა გოლს აუცილებლად შეაგდებდა, რადგან ჭანტურიშვილს და ზივზივაძეს გამოცვლიდა და საბაც უფრო მეტად მომარაგდებოდა პასებით. მასე პოზიციას ვერავინ ვერ არჩევს და ეს გამოსაყენებელია. უბრალოდ შეთამაშება სჭირდება. კიტემ კიდე მაგრა გაართვა თავი და ეს დაუფასდეს უნდა. ვაისი კიდე დიდ სამუშაოს ასრულებს და მე მისი მჯერა. წარმატებები
vaso
19:57 02-06-2018
3

სიახლეები პოპულარული