ინტერვიუ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტმა გამოაქვეყნა.
"საერთო ჯამში, წილისყრით კმაყოფილი ვარ. წარმატებაზე ფიქრი ყველა გუნდთან შეიძლება. გასულ წლებში ჩვენ ამ ნაკრებებს შევხვდით და მათ კარგად ვიცნობთ. ყველას სურდა, რომ ისეთ გუნდებს შევხვედროდით, როგორებიც, მაგალითად, ლიხტენშტეინი და გიბრალტარი არიან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყაზახეთის ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ ამ ჯგუფში წარმატებაზე ვიფიქროთ.
ვინ არის ჯგუფის ფავორიტი?