ყაზახეთის მწვრთნელი: ქართველი ფეხბურთელები ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა კაირატ ნურდაელეტოვმა ერთა ლიგის წილისყრის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთი საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება.

ინტერვიუ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტმა გამოაქვეყნა.

"საერთო ჯამში, წილისყრით კმაყოფილი ვარ. წარმატებაზე ფიქრი ყველა გუნდთან შეიძლება. გასულ წლებში ჩვენ ამ ნაკრებებს შევხვდით და მათ კარგად ვიცნობთ. ყველას სურდა, რომ ისეთ გუნდებს შევხვედროდით, როგორებიც, მაგალითად, ლიხტენშტეინი და გიბრალტარი არიან, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყაზახეთის ნაკრებს ძლიერ მეტოქეებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ ამ ჯგუფში წარმატებაზე ვიფიქროთ.

ვინ არის ჯგუფის ფავორიტი?
ჩვენ ყველა მეტოქე უნდა დავაფასოთ. ყველას შეუძლია, რომ სიურპრიზები გამოაცხოს, მაგრამ გამოვარჩევდი საქართველოს ნაკრებს, რომლის ფეხბურთელებიც ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ", - განაცხადა ნურდაელეტოვმა.


მკითხველის კომენტარები / 3 /
რომელი ჩემპიონატი ეძლიერება?
სოსო
18:32 02-02-2018
0
ასეთი ტყული ჯერ არავის უთქვამს!
georgia
14:00 02-02-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული