საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი ქვილითაიას გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, სტადიონის გარშემო სიტუაციას რამდენიმე ასეული პოლიციელი აკონტროლებდა. ასევე პოლიციელები იყვნენ ავტობუსებში, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ.

ამ შეხვედრამ გორში განსაკუთრებული ინტერესი ვერ გამოიწვია და 5 000-იანი სტადიონი ვერ შეივსო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველივე ხუთ წუთში რამდენიმე მომენტის შექმნა. მატჩის 24-ე წუთზე კვიპროსის მეკარემ გიორგალიდისმა ბურთი ცუდად გამოიტანა, რომელიც ჯაბა კანკავამ ჩაჭრა, რის
შემდეგაც ბურთი გიორგი ქვილითაიას მიუვიდა, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ვინსენტ ლაბანი გიორგი პაპუნაშვილს 26-ე წუთზე ეუხეშა, რასაც ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი ოცი წუთი ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა შეტევების ბოლომდე მიყვანას. მატჩის 66-ე წუთზე კი, რენატო მარგასას 100%-იანი შანსი ჰქონდა გოლის გატანის, მაგრამ გიორგი ლორიამ ბრწყინვალე სეივი განახორციელა.

მალევე ვლადიმირ ვაისმა შეტევის გასამწვავებლად, მინდორზე საბა ლობჟანიძე ვაკო ყაზაიშვილის ნაცვლად, ცოტა ხანში კი, გიორგი პაპუნაშვილის ნაცვლად ვაკო გვილია შეიყვანა. მეტოქემ რამოდენიმეჯერ მწვავედ შემოგვიტია, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო.

83-ე წუთზე ვლადიმირ ვაისმა 4 ცვლილება გააკეთა: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი მერებაშვილი და გიორგი ქვილითაია გაიყვანა, მათ მაგივრად კი გია გრიგალავა, გიორგი აბურჯანია, ირაკლი სიხარულიძე და ნიკა კაჭარავა შეიყვანა.

87-ე წუთზე ნიკა კაჭარავას სხვაობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ გიორგალიდისმა არ მისცა საშუალება.

საბოლოოდ მატჩი 1:0 დასრულდა.

საქართველოს შემადგენლობა : გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი (გია გრიგალავა), ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (გიორგი აბურჯანია), ვაკო ყაზაიშვილი (საბა ლობჟანიძე) , გიორგი მერებაშვილი (ირაკლი სიხარულიძე), გიორგი პაპუნაშვილი (ვაკო გვილია), გიორგი  ქვილითაია (ნიკა კაჭარავა)
მკითხველის კომენტარები / 32 /
რა კარგია , რომ მხოლოდ 12 კომენტარია. ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ დარი ბოღმა ხალხი ბევრი არ არის ჩვენს ქვეყანაში. უსაქმურებო
12
11 ნოემბერი 2017 03:42
6
სასიამოვნოა გამარჯვება. მაგრამ ორი დაბალი ხარისხის გუნდის თამაში იყო. კვიპროსელებმა გვაჩუქეს საგოლე მომენტი, ქვილითაიას იმდენი დრო ქონდა კარში დასარტყამად რომ მობილური რომ ამოეღო და ლელოზე დადებული კომენტარები წაეკითხა, კარში დარტყმის დრო მაინც დარჩებოდა. ვაისმა თქვა კვიპროსის ნაკრებზე რომ "ასეთი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ." ბატონ ვაისს ხომ არ გონია რომ ჩვენი ნაკრები "ასეთი დონის" გუნდზე უკეთესია?
ლუკა კუ
11 ნოემბერი 2017 00:49
0
Erts shegisworeb. Mobiluri unda amoego da fsoni gaeketebina qvilitaia gaitans ama da im wutze
Bebeto
11 ნოემბერი 2017 09:20
0
ამხანაგური მატჩია 84-ე წუთზე რომ 4 კაცს გამოცვლის მწვრთნელი სიცხე აქვს გასაზომი. კარგით რა კვიპროსია ამათ სახლში ამხანაგურს მინიმუმ 3 ბურთის სხვაობით რომ ვერ მოუგებ მაშინ უნდა შეეშვა ფეხბურთის თამაშს.
niko
11 ნოემბერი 2017 00:36
14
არ დაგავიწყდეს ამ კვიპროსმა ბოსნიას მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. ამათზე გინდა სამი გოლის გატანა?
roma
11 ნოემბერი 2017 12:12
1
პატივცემულო ნიკო, ამათ(ანუ კვიპროსს) რატომ უნდა უგებდე 3 ბურთის სხვაობით?... და 2 ბურთიანი "ჰანდი კაპი" არ დაგაკმაყოფილებდათ?
ვასილიჩი
11 ნოემბერი 2017 11:18
1
ყველა გამოხმაურება
კაჭარავა კარგად შემოვიდა, მგონი აბურჯანიაც და მას ცოტა მეტი პრაქტიკა რო ქონდეს კაია. ნავალამ მაინც დაუშვა შეცდომები. ნახ. დაცვა არ გვყავდა. კვეკვე და გვილია არარიან ფორმაში, არც ვაკო, არც ჯანო და ოქრი. პაპუნაშვილი აშკარად ვერ გაიზარდა სანაკრებოდ. ქვილითაია საჯარიმოს გარედან უფრო თამაშობს და ეფექტური არაა, ბურთი შემთხვევით მიუვიდა და ისიც ბორძიკით და შიშით ძლივს დაართყა, ვინ გაცდის მაგდენს. ლობჟანიძეზე აზრი ვერ შემექმნა, ვერც გრიგალავაზე. აუცილებლად მოსასინჯია ჭანტურიშვილი, ებრალიძე და ბერიძე, რომელიც გამორჩეული იყო ახალგაზრდულში. კანკავასგან რა მოვითხოვო, დაბერდა კაცი და მაინც თამაშობს, ბოლო ბოლო რამდენ ხანს ითამაშებს. დაცვის მარცხენა კრაიზე ქებაძის მოსინჯვა შეიძლება, გნებავთ სხვა. ბეგლარიშვილი მოსასინჯია აუცილებლად. სხირტლაძეზე შთაბეჭდილება ვერ შემექმნა და საერთოდ ზამენები დააგვიანა. 10 წუთი ცოტაა. ყველას ერთ თამაშში ვერ ნახავს, მარა ნახევარდაცვაში რო მთლიანად ახალი ხალხია მოსაყვანი აშკარაა. დვალი მარცხნივ ვერა? შეილება გუნდის დაყენება, მარა დღეს რომ ლორია და ხაჩიკა სუდია არ დაგვხმარებოდა წავაგებდით, ქუთაისში არ გვიმსაჯებს ნეტა? კარისკენ არ დაგვირტყია, ესც ნახევარ დაცვის დამსახურებით. კაჭარავას სისწრაფეც ააქ, ტექნიკაც, პირდაპირ მიდის მეტოქეზე და რაც მთავარია გოლის გატანა იცის, ქვილითაიას ბევრად სჯობს, კაკაბაძე ასნავნოია. ხოჭოლავა დამდგარია თითქმის. ვნახოთ რა კორექტივებს შეიტანს ქუთაისში. ისე ერთა ლიგა ნაღდად წაგვადგება, შეთამაშდება გუნდი. მაგათზე ერთი თავით მაღლა რო იქნები აი მაშინ გექნება შანსი და კარგია. ჯგუფში 1 ადგილზე თუ გავედით, ევროპას ვითამაშებთ, მარა იოლი არც აქ იქნება, ხომ გამოჩნდა. ქუთაისშიც გამოჩნდება. ძიებაშია ვაისი, მარა დააყენებს გუნდს, მაგის დატოვება გამართლებულია ამ ეტაპზე. წარმატებები და იმედით
vaso
10 ნოემბერი 2017 23:09
7
რეიტინგში წაგვადგება?
რეიტინგი?
10 ნოემბერი 2017 22:29
3
კი როგორ არ წაგვადგება!! 99 ადგილზე ავალთ რეიტინგში!!
რეიტინგს
11 ნოემბერი 2017 01:21
0
ამხანაგური მატჩი არაფრის მთქმელია...
3.141592
10 ნოემბერი 2017 22:00
7
ჩვენი ფეხბურთელები კარში რატომ არ ურტყამენ,ყველა შეშინებული და დაკომპლექსებული როგორ არის. ფსიქოლოგი, რომ ჩართონ სამწვრთნელო შტაბში ძვირი ჯდება?
vax-vax
10 ნოემბერი 2017 21:32
1
ყავთ ფსიქოლოგი, მაგრამ ნაკრებთან მუშაობის მერე თვითონ გახდა უკვე ფსიქიატრთან სამკურნალო...
ushangi
10 ნოემბერი 2017 22:37
3
არანაირი იმედის ნაპერწკალიც ფეღბურთის მომოვალს!
lelo
10 ნოემბერი 2017 21:30
8
როგორც იქნა მოვესწარით,რომ მსაჯი ჩვენ გვეხმარებოდა.ქვილითაია კი თავს არ ზოგავს,მაგრამ ძალიან ნელია.
სოსო
10 ნოემბერი 2017 21:12
0
ეგ საქართველომ კი არ მოიგო თავისი უნიათო თამაშით კვიპროსელები დამარცხდნენ!! მაგრეთ თამაშში 2-3 ბურთი უნდა შეაგდო მაინც!! სანამ მეკარემ არ დაუგორა ქვილითაის ბურთი კარში ვერ დაარტყეს!!
გიგა
10 ნოემბერი 2017 20:43
4
სულო ცოდვილო და კვიპროსს ხომ არ ქონდა თავის წაგებაზე გამაზულიი? ვხუმრობ, სთუმართმოყვარეობამ იძალა და იმიტომ დაინდეს კვიპროსი, აი ნახეთ გასვლაზე რა დღე დავაყაროთ ნებისმიერ მეგა-ს(?!)..... არ მოდგეთ ახლა ჩემ ლანძღვას,ღადაობის მეტი არაფერია დარჩენილი ფეხბურთისაგან, და მეც რამდენიმეპარასკევდარჩენილსაც მომეცით უფლებვა ჩემი უკბილო ხუმრობებით თავი შევიქციო
ვასილიჩი
11 ნოემბერი 2017 11:26
0
Magreta magretaaa
A
11 ნოემბერი 2017 11:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული