საქართველოს ნაკრები გორში კვიპროსის და ქუთაისში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 10 ნოემბერს საქართველოს ნაკრები კვიპროსს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

მეორე შეხვედრა 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგება. ქართველი ფეხბურთელები ამხანაგურ შეხვედრაში ბელორუსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 17 /
გორში და ქუთაისსი კი არა,წაით ბიძიებო-ზოგი ყანაში,ზოგი ვენახში მარაა არც იქ ივარგებთ ისე ჩანს
აწი
16 ოქტომბერი 2017 17:36
12
:D აშკარად სწორი მიმართულებით აგზავნი . კარგი რჩევაა თუ გაითვალისწინებენ .
კახა
16 ოქტომბერი 2017 18:39
7
ამაზე ერთმა ქუთაისელმა კაცმა თქვა "ესენი ფეხს ვერ იქნევენ და თოხს მოიქნევენო?"..
მართლა ასეა ეს..
ქუთაისელი
16 ოქტომბერი 2017 22:50
2
(გივის) რა არ მოგეწონა ვაისის, ტაბლოს გარდა? იტყვით ტაბლოა მთავარიო,მაშინ მე გეტყვით,რომ ამ წლების განმავლობაში ტაბლო რომელი მწვრთნელის დროს მოგწონდათ?! ფაქტია რომ ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთი,მაგრამ 2წელში ერთხელ მწვრთნელის ცვლაც არ ვარგა! ეგ შეიძლება საკლუბო ფეხბურთში ცვალო ასეთი ინტესივობით მწვრთნელი. მე თუ მკითხავთ,მწვრთნელის კიარა და დიდწილად ფეხბურთელების ბრალია ის შედეგი,რაც მივიღეთ ამ შესარჩევში.
jemali
16 ოქტომბერი 2017 16:22
5
მეც მომწონდა ცხადაძე, მგრამ გაუშვეს ის კაცი, ახლა დავაცადოთ რა ცოტა ამ კაცს, ასე ხშირი ცვლა არ შეიძლება მწვრთნელების, თუ ცხადაძის შედეგებს ავიღებთ: მარცხი პოლონეთთან 4-0. კატასტროფა ესტონეთთან 3-0, მარცხი უკრაინასთნ 2:1 უსახური თამაში ალბანეთთან (შემოგვიტრიალეს თამაში)2:2. მარცხი ირლანდიასთან არ მითხრათ შოტლანდიას მოუგოო ვაისმა ეპანეთი დაამრცხა.
გიგა
16 ოქტომბერი 2017 17:04
7
ეს არის ჩვენი ნაკრების საკბილო გუნდები,ჩემი აზრით იმიტომ არაფერი ისმის ვაისის კონტრაკტზე რომ ამ თამაშების შედეგის შემდეგ გადაწკვიტავს ვაისი გარისკოს თუ არა,ამ 2 შეხვედრაში გამოჩნდება ერთა ლიგის შექმნა წინასწარ რო ვიზეიმეთ რეალირია თუ ისევ ჰერში დავფრინავთ,რადგან ბელორუსია ერთ ერთი ლიდერია დ ჯგუფის,ლუქსემბურგთან,მაკედონიასთან აზერებთან და სომხებთან ერთად,თუ აქ წაიბორძიკა ჩვენმა გუნდმა ვაისი წავა თავისით იმიტომ ერთა ლიგაში წარუმატებლობა საქარველოს ნაკრებში ალბათ დახვრეტის ტოლფასია:)
Beqa
16 ოქტომბერი 2017 17:35
2
მერე იტირებენ ჩვენი "ჟურნალისტები" რეგბივით, რომ არ გვათამაშებენ დიდი გუნდების ასპარეზობაში,არადა ბიძინა ბარათაშვილის თამადობით ყველა გვმოძღვრავდა-ერთა ლიგის ბოლო ჯგუფში გვეთამაშა. ეხლა ნახეთ დონის დაცემა. და კიდევ ამ თამაშებზე ისევ ვაისი გაიყვანს გუნდს,იმის მაგივრად სხვას გამოეყენებინა მოსამზადებელ პერიოდად. მოკლედ წაგვართვეს ფეხბურთი...
გივი
16 ოქტომბერი 2017 15:52
15
მშვენიერი !
dave
16 ოქტომბერი 2017 15:43
3
არაუშავს სპარინგებია,საჭიროა
გორში რამდენი თამაშზე ვიყავი,ისევ თბილისელი იყო დამსწრებ მაყურებელთა დიდი ნაწილი და..
vava
16 ოქტომბერი 2017 17:01
3
ორთავე თამაშს მოიგებს (ან მოაგებინებენ) საქართველოს ნაკრები. ამით შეიქმნება ვაისის დარჩენის საფუძველი: აი ბატონო, ხომ მოიგეს, სწორ გზას ვადგავართო, იტყვიან :)
გია
17 ოქტომბერი 2017 09:45
2
არ იქნება ეს თამაშები ადვილი მოსაგები
zeno
17 ოქტომბერი 2017 11:51
0
არანაირი დონის დაცემა არ იქნება,ამ ლიგას როცა მოუგებენ მერე ექნებათ პრეტენზია ზედა ლიგაში ასვლის,ამ ლიგის გამარჯვებული შემდეგი წლიდან ზემოთ ადის.
Zura
16 ოქტომბერი 2017 20:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული