სტატისტიკა, რომელსაც არ ველოდით

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში საქართველოს ნაკრებმა მოგების გარეშე დაასრულა. მაგრამ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სტატისტიკაში გვაქვს ისეთი მაჩვენებლები, რომელიც ნაჩვენები შედეგისგან ბევრად განსხვავებულია.

ნაკრებმა 10 ჩატარებულ მატჩში 5 ფრედ ითამაშა და 5 წააგო. გაიტანა 8 გოლი, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.8 გოლი.

121-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით: ამათგან 33-ჯერ ზუსტად, 51-ჯერ არაზუსტად, 37 დარტყმა დაბლოკეს და 6-ჯერ მოარტყეს ხარიხას.

162 მცდელობიდან ჩვენმა ნაკრებმა ბურთი 83-ჯერ ჩაჭრა, რაც 51-პროცენტიანი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრებმა ჯამში 31 კუთხური ჩამოაწოდა, საშუალოდ 3.1 კუთხური მატჩში.

სტატისტიკაში ყველაზე
გამოსარჩევი ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს საშუალოდ ბურთის ფლობა 55% ჰქონდა, რაც საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი ბურთის ფლობა საქართველო-ირლანდიას (1:1) მატჩში გვქონდა - 69%, შემდეგია მოლდოვა-საქართველო (2:2) - 61% და საქართველო-უელსი (0:1) - 58%.

ბურთის ფლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა: ავსტრია-საქართველო (1:1) - 43%, უელსი-საქართველო (1:1) - 50% და საქართველო - სერბეთი (1:3) - 51%. 

ასევე არარეალურად შეიძლება მოგეჩვენოთ პასის სიზუსტე, 4512 გაცემული პასიდან 3871 ზუსტი - 85%.

მეკარეების მონაგარი საკვალიფიკაციოზე 24 "სეივია" და 14 გაშვებული გოლი. ამათგან 6 მატჩში 9 გოლი გაუშვა გიორგი ლორიამ და 4 შეხვედრაში 5 გოლი გიორგი მაკარიძემ. აღსანიშნავია, რომ ყველა მატჩში გავუშვით გოლი.

137-ჯერ არიან დაჯარიმებულები ქართველი ფეხბურთელები და 17 ყვითელი ბარათი აქვთ მიღებული, წითელი ბარათი არ მიგვიღია.

ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი იყო, 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა ჯანო ანანიძემ.  1 გოლი და 1 გადაცემაა ნიკა კაჭარავას ანგარიშზე.

დანარჩენი 3 გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და ვაკო გვილიამ გაიტანეს. 1-1 საგოლე გადაცემა აქვთ გაკეთებული დავით სხირტლაძეს და ჯიმი ტაბიძეს.

ყველაზე მეტი გოლი მოლდოვას ნაკრებს კიშინიოვში გავუტანეთ - 2 გოლი (2:2). ყველაზე მეტი თბილისში სერბეთმა გაგვიტანა - 3 გოლი (1:3).

ყველა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო: გურამ კაშიამ, გიორგი ნავალოვსკიმ და ვაკო ყაზაიშვილმა.

რაც შეეხება შემტევ ხაზს, ყველაზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა და არანაირი შედეგი არ ჰქონია: გიორგი ქვილითაიას, ვლადიმერ დვალიშვილს და ჯაბა ჯიღაურს - 6 მატჩი.
მკითხველის კომენტარები / 23 /
კველაზე შედეგიანმა ფეხბურტელმა დაგვაგალატა სერბეტტან ტორემ შეიდზლაბოდა ბოლო ტურშიც შანსი გვკონოდა
gaza
10:28 31-10-2017
0
ავტორჯან ეს ,,მუნდიალი"რაღაა ქართულად. ჰააააა
დათო
15:02 19-10-2017
0
სიახლეები პოპულარული
პრემიერლიგა
#
გუნდი
16
15
1
0
37
46
16
10
2
4
15
32
16
8
4
4
-7
28
16
6
5
5
1
23
16
5
4
7
-9
19
16
4
6
6
-7
17
16
4
4
8
-4
16
16
4
4
8
-16
16
16
4
3
9
-9
15
16
2
7
7
-10
13
16
3
4
9
-18
13
16
3
3
10
-9
12
16
2
5
9
-17
11