ოცნებები ეროვნულ ნაკრებზე: 3 თავისუფალი მწვრთნელი ევროპაში

AutoSharing Option
გულშემატკივრებში კვლავ აქტუალურია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის ნაკრებში ყოფნის საკითხი. ქომაგებს შორის არაერთგვაროვანი მოსაზრებებია და ფედერაცია საბოლოო გადაწყვეტილებას, სერბეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მიიღებს.

ევროპაში ძალიან ბევრი თავისუფალი მწვრთნელი მოიძებნება, რომელიც შეიძლება საქართველოს ნაკრებში ვერ დანიშნონ, მაგრამ ოცნებას ვერავინ ვერ დაგვიშლის.

გთავაზობთ 3 თავისუფალ მწვრთნელს, რომლებსაც კარიერის გაგრძლება საქართველოს ნაკრებში არც კი უფიქრიათ.

3. ლუი ვან გაალი
Sportall.Ge
შოთა დაკავებულია, მაგრამ ლუი თავისუფალია და 66 წლის მენეჯერი ახალ სამუშაოს ეძებს. თავის მომავალს ჰოლანდიელი ყოველთვის ისეთ გუნდს უკაშირებს, რომელსაც ვარსკვლავებისა და
ახალგაზრდა ფეხბურთელების შეთავსებით ააშენებს.

ვან გაალს ჰოლანდიის ნაკრების გარდა, სხვა ნაკრები არასდროს გაუწვრთნია. მაგრამ, რომ წარმოვიდგინოთ თუ როგორ გაახალგაზრდავებს საქართველოს ნაკრებს და აღზრდის ჩვენს ფეხბურთელებს, ოცნებად ნამდვილად ღირს და რეალობა ძალიან შორსაა.

2. ტომას ტუხელი
Sportall.Ge
44 წლის მწვრთნელისა და "დორტმუნდის" გზები გაიყარა. ბევრი ვარაუდობდა, რომ მას "ბაიერნის" მწვრთნელად ვიხილავდით, მაგრამ მიუნხენელებმა არჩევანი ჰაიკენსზე შეაჩერეს.

გერმანელ მწვრთნელს მხოლოდ ერთი ტიტული აქვს მოპოვებული, წინა სეზონში გერმანიის თასი მოიგო. საქართველოს ნაკრებში ალბათ დაცვით ფეხბურთს აირჩევდა და უფრო მეტად დაეყრდნობოდა ინდივიდუალისტ ფეხბურთელებს.

1. კარლო ანჩელოტი
Sportall.Ge
ამ შემთხვევაში ოცნებაც ვეღარ გვიშველის და შეგვიძლია მაღალ ხმაზე ოზი ოსბორნის "Dreamer"-ს მოვუსმინოთ. ეროვნულ ნაკრებზე ბოლო პერიოდის ჩვენი იმედები, ხომ ოცნებებზეა დამოკიდებული და ჩვენგან ცვლილებები ყოველთვის შორსაა.

რას შეცვლიდა კარლო ჩვენთან? შეიძლება ყველაფერიც შეეცვალა და შეიძლება ვერაფერიც. ანჩელოტი, რომ საფეხბურთო გენიოსია ამაზე მისი ტიტულებიც მეტყველებს და ნამდვილად არ გარისკავდა, ჩვენს ნაკრებში მუშაობას. რომც გარისკოს, ალბათ ფინანსურად ვერ დავაკმაყოფილებთ მის მოთხოვნებს და საერთოდ მას ისევ იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სურს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
უაზროდ ოცნებებს და ფულის ყრას, ჯობია ბავშთა ბუნებრივ საფარაიანი მოედნები გაკეთდეს, მწვრთნელებს ნორმალური ხელფასი დაუნიშონ და ბავშვებს ეკიპირება უყიდონ. ნიჭიერი თაობა რომ წამოიზრდება 4-5 ძლიერი კლუბში გადაანაწილონ: დინამო, ტორპედო, ბათუმი, ლოკომოტივი, კოლხეთი. ხელფასი 5-10 ათასი დაუნიშონ ფეხბურთელებს და 10-15 წელიწადში ბელგია, შვეიცარიის დონე გვექნება
ვახო
08 ოქტომბერი 2017 13:47
4
ლუსი ვან გაალი შეიზლება დათანხმდეს.
რატომაც არა კაცი პენსიაზეა გასული, რას კარგავს, ჩამოვა წელიწადში 5ჯერ კაის შეჭამს და კაის დალევს. მეშენგეტყვი ვინმე უსაყვედურებს რატომ ვერ მოუგე უნგრეთს ან ალბანეთსო.
მაგრამ ეს ფედერაცია მაგის თავის მობმელი არ არის, ამიტომაც ექაჩებიან ვაისს
lashamax
08 ოქტომბერი 2017 14:42
0
ქართველი მწვრთნელი დანიშნეთ.მაგაზე უარესი შედეგი მაინც არ ექნება...
ზაზა
08 ოქტომბერი 2017 14:15
4
ეს არის უბრალოდ ჩვენი სამშობლოს დაუფასებლობა,რადგან ერთი თამაშის არ მომგები მწვრთვნელი არანაირად არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე,და პირიქით უნდა იყოს, ,აი ის ვინც ამ დიდ საპასუხისმგებლო ადგილას დანიშნა ,მან უნდა აგოს მატერიალური ზარალი და შემდეგ ყველა ფედერაცია იგრძნობს პასუხისმგებლობას,როდესაც თვითონ გადაიხდიან ყველა უსახურ და მავნებლურ კონტრაქტში თავიანთი ოჯახების ფულს, მანამდე არაფერი არ გვეშველება, და სანამ ფედერაციას არა ახალგაზრდა ბავშვები,არამედ დიდი მეურნე და ეკონომისტები არ უხელმძღვანელებენ,..
მამლუქი ქართლო
08 ოქტომბერი 2017 15:49
2
არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ჩვენი ნაკრების მწვრთნელი.ამ ნაკრებს მხოლოდ ჯადოქარი თუ უშველის. ისე ამდენ ფიქრს ვინმემ კითხოს ლელა კაკულიას და იმას ეცოდინება ვაისი წავა თუ დარჩება:)
ლაშა
08 ოქტომბერი 2017 15:12
1
ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა თუ არ ექნებათ,მწვრთნელი ვინც არ უნდა იყოს ძნელი იქნება შედეგის მიღწევა.
bebeto
08 ოქტომბერი 2017 17:41
0
სანამ ფეხბურთელები არ გაიზრდებიან მანამდე არაფერი გვეშველება
ვერა ხედავთ რა ჭ-კლასის მოთამაშეები გვყავს? მართლა და რუსულ კლუბებში მოთამაშეები გგონიათ სპორტსმენებად ყალიბდებიან? კარგით რა
sworia es kaci
08 ოქტომბერი 2017 20:46
0
მე ვერ ვხვდები და თუ ვინმე ხვდებით, ამიხსენით რა. თუ ფეხბურთელები არ გყავს, მწვრთნელმა რა უნდა გააკეთოს? ჩვენ ფეხბურთელები დღეს გვყავს? ამ კონტიგენტს ფეხბურთელები ქვია? ჯანადაბას, ერთი ოცი წლის წინ კიდევ გვყავდა რამდენი ფეხბურთელი და მაშინ რომ გვყოლოდა კარგი მწვრთნელი, სადმე ალბათ გავიდოდით. კარში დამრტყმელი და კაცის მომტყუებელი არ გვყავს არავინ
zuka
08 ოქტომბერი 2017 17:26
0
შეეშვით ოცნებას მაინც ვერავინ გიშველით,პრობლემა თქვენშია გარეთ ნუ ეძებთ.
maxo
08 ოქტომბერი 2017 17:49
0
ქართველი მწვრთნელი დანიშნეთ.მაგაზე უარესი შედეგი მაინც არ ექნება...
ზაზა
08 ოქტომბერი 2017 14:15
5
მწვრთნელების ამბავი ხომ "მოაყომარეთ" 9ტავისი "ზაპასით" - 3 მწვრთნელი გაჩითულია უკვე. ახლა 11 თავისუფალი ფეხბურთელიც მოგვიძებნეთ და საქმე "ხუთიანზეა".
კოტე
08 ოქტომბერი 2017 22:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული