სად ითამაშებს ჯაბა კანკავა?

AutoSharing Option
ჯერ კიდევ უკლუბოდაა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და მის მომავალ გუნდზე უკვე აღარც ჭორები ვრცელდება. კანკავა ივლისის ბოლოს წამოვიდა ფრანგული "რეიმსიდან", რომელშიც უკრაინული "დნიპროდან" გადავიდა და ორი წელი დაჰყო. ჯაბამ ბოლოს საქართველო-ავსტრიის მატჩში (1:1) 90 წუთი ითამაშა.

პირველი ინფორმაცია რაც კანკავას მომავალზე გავრცელდა, ეს იყო შეთავაზება რუსეთის პრემიერლიგიდან. მაგრამ ჩვენს კაპიტანს უფრო მაღალ დონეზე სურდა თამაში და ეს შემოთავაზება მალევე უარყო.

იყო საუბარი ფრანგულ "კაენზე", რომელიც ლიგა 1-ში თამაშობს და ფანები ჯაბას საყრდენ ზონაში დამატებას აქტიურად განიხილავდნენ. საპასუხოდ "კაენმა"
ბენნასერი ინათხოვრა "მონაკოდან" და ეს აჟიოტაჟიც მალევე ჩაცხრა.

"transfermerkez.com"-ის ინფორმაციით დაინტერესება იყო თურქული კლუბებიდან. "გენჩლერბირლიგა" და "სივასპორი" კანკავასთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებდნენ. მაგრამ ამ ინფორმაციაზე აღნიშნულ საიტზე მეტი აღარც დაწერილა და არც კაპიტანი გადასულა არსად.

არ არის გამორიცხული კანკავა უკრაინაში დაბრუნდეს, რადგან იქ კარიერის დიდი ნაწილი აქვს გატარებული და ქართველს კარგად იცნობენ. შეიძლება განვიხილოთ თბილისის "დინამოც", რომელიც ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და აუცილებლად შეექმნება პრობლემა ნახევარდაცვაში. ფორმის შესანარჩუნებლად კარგი ვარიანტია კანკავასთვის და "დინამოსთვის" კი იდეალური ვარიანტია ევროტურნირებისთვის. თან თბილისური კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელები, ბევრს ისწავლიან ჯაბასგან და აღსანიშნავია ისიც, რომ კანკავას კარიერა "დინამოში" დაიწყო.

ფაქტია ის, რომ ჯაბა კანკავა ძალიან დიდი ძალაა საყდენ ზონაში და მისი უთამაშებლობა როგორც მის სათამაშო ფორმას, ასევე ნაკრებს ავნებს. ვიმედოვნოთ, რომ ის მალე გამონახავს კლუბს და სანაკრებო თამაშებს სრულფასოვნად მომზადებული შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაბა დაბრუნდი მშობლიურ დინამოში!!!!
კროხა
18:11 09-09-2017
0
რეიმსი დიდი ისტორიის მქონე კლუბია და იქ გადასვლა ნამდვილად არ იყო ჯაბასთვის ცუდი, მაგრამ არსებობდა უმაღლესი ლიგიდან მისი გავარდნის რეალური საშიშროება. ლიგას ვინ ჩივის, სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს, მითუმეტეს არც შეძენის მსურველი ჩანს. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად დინამოში დაბრუნება ჯობია
გგგ
14:59 09-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული