დემჩენკოს ინტერვიუსთან დაკავშირებით ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ კლუბის "ფეისბუქის" გვერდით განცხადება გაავრცელა:

“ვიცი, რომ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - ანდრეი დემჩენკოს უკრაინული მედიაში გავრცელებულმა ინტერვიუმ ეროვნული ნაკრებების შესახებ.

მქონდა აღნიშნული საკითხის შესახებ საუბარი პირადად მასთან და მივიღე დაპირება, რომ თავად ანდრეი გააკეთებს გარკვეულ განმარტებებს ინტერვიუს შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე გარკვეული საკითხების არასწორ ინტერპრეტირებასთან გვაქვს და ეს სამწუხაროა.

ზოგადად მინდა ჩემი მხრიდან დავამატო, რომ მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გადავინაწილოთ. მჯერა, რომ
მხოლოდ ერთიანობით შეიძლება იმ ისტორიული შედეგის მიღწევა, რასაც დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა ჰქვია და იმედს ვიტოვებ, ამ სიხარულს საქართველოს ეროვნული ნაკრები ახლო მომავალში გვაზიარებს".
მკითხველის კომენტარები / 60 /
რა გამოდის? კაცმა-სპეციალისტამა, პირადი აზრი გამოთქვა და შეაფასა ჩვენი ნაკრების თამაში, ისე როგორც ფიქრობს და ეხლა, ფაქტია აიძულებენ ბოდიშის მოხდას, ეტყობა სიმართლემ ძალიან აუწვა ერთი ადგილი ქართული ფეხბურთის მამებს, ამას ემსახურება ეს ვითობ ბათუმის დინამოს მფლობელის დავარცხნილი პოსტი,აგრეთვე ის შავი პიარი რაც დემჩენკოს ინტერვიუს შემდეგ ააგორეს ბოტ-ტროლებმა უფრო უკრაინის და უკრაინელების ვიდრე პირადათ დემჩენკოს წინააღმდეგ, ამასთან ეს ინტერვიუ თავდაყირა აყენებს ფედერაციის პროპაგანდის ხაზს- ქართული ფეხბურთის ოქროს ხანის ზღაპრების შესახებ. კარგია, რომ თუ კომენტების აფსოლიტური უმრავლესობით ვიმსჯელებთ ბევრი არ აჰყვა მათ მიერ აგორებულ შავ პიარს. არადა საკვირველია პირდაპირ, რა სთქვა იმ კაცმა ტყუილი: ნაკრებმა ბოლო შესარჩევში ჯგუფში ტრადიციულად ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა,თანაც ვერც ერთი თამაში ვერ მოიგო ესპანეთთან,ნორვეგიასა და შოტლანდიასთან, მეტიც ესპანეთმა საერთოდ 7-1 მოგვიგო სახლში და საშვილიშვილოდ შეგვარცხვინა, ერთი ამხანაგური თამაში გამართეს შედარებით ძლიერ მაროკოსთან და გავნადგურდით,ხოლო მონღოლეთის დონის გუნდებთან მოგებით გვაბოლებენ უკვე მაგრები ვართო... კიდევ... ფიფას რეიტინგით ისევ ლამის მე-80-ე ვართ, ქართული კლუბები ევროსარბიელზე ისევ მაჩანჩალები არიან და კომფერენც ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრაც კი სანატრელია- სულ ეს თქვა იმ კაცმა- ფაქტები და არა რაიმე ღრმა ანალიზი.....
შულაია
13:17 15-02-2024
0
ყოველთვის ამდენი კრიტიკა ნაკრების მცველებზე კაშიასა და კვირკველიაზე როგორ შეიზლება , ფლეიოფების წინ ფეხბურტელებს ფსიქოლოგიურად ანადგურებთ, ამ ხალხს არ გინდათ წარმატება და სიხარული. ზალიან გთხოვთ დაასახელეთ ამ წუთას მათი შემცვლელები ვინც დაიკავებს და გამოადგება ნაკრებს ერთ თვეში.
გია
14:03 13-02-2024
2

სიახლეები პოპულარული