ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

იმრანი თბილისის "დინამოდან" "ჰაპოელში" გადავიდა

AutoSharing Option
25 წლის შემტევმა ულად ომარ იმრანმა თბილისის "დინამო" დატოვა და კარიერას ისრაელის ბეერ შევას "ჰაპოელში" გააგრძელებს.

"ჰაპოელმა" იმრანს ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.

იმრანი თბილისის "დინამოში" 2022 წლიდან თამაშობდა, იქამდე კი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა.