ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 32-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ჩიხურასთან" დამარცხების (1:4) თბილისის "დინამოს" მწვრთნელი კახა კაჭარავა გადააყენეს და მის ნაცვლად ზაურ სვანაძე დანიშნეს.

"კახი კაჭარავა გათავისუფლებულია დაკავებული პოსტიდან. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში. დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ზაურ სვანაძე დაინიშნა", - იუწყება "დინამოს" საიტი.

სვანაძე აქამდე კაჭარავას თანაშემწე იყო.