ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორად გიორგი დევდარიანი დაინიშნა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორად გიორგი დევდარიანი დაინიშნა.

დევდარიანს ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს წვრთნიდა, იმუშავა თბილისის “დინამოში”, “ლოკომოტივსა” და გორის “დილაში”.

“მინდოდა, ისევ ბავშთა ფეხბურთში მემუშავა და მეკეთებინა ის, რაც კარგად გამომდის. ძალიან გამიხარდა, რომ “ტორპედოდან” დამიკავშირდნენ და შემომთავაზეს გადასარევი სტრუქტურის იდეა, ანუ აკადემიის, რომელსაც, თამამად ვიტყვი, პრეტენზია ექნება რეგიონში იყოს ლიდერი თავისი მეთოდიკით, აღჭურვილობით, დაგეგმილი მუშაობით.

ჩავედი ქუთაისში, ვესაუბრე ხელმძღვანელობას, გავაცანი ხედვები… ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო იქ, სადაც ყველას ეცოდინება, რისთვის ვარ. პასუხისმგებლობას ვიღებ,
რომ თუკი ბავშვებისთვის შესანიშნავ პირობებს შევქმნით, ქუთაისში რამდენიმე წელიწადში ბევრი კარგი ფეხბურთელი გაიზრდება”, - განაცხადა დევდარიანმა.

მომზადებულია ტორპედოს Facebook გვერდის მიხედვით

altქუთაისის "ტორპედოს" რიგებს 24 წლის უკრაინელი მცველი დაემატა

altქუთაისის "ტორპედომ" 24 წლის ბულგარელი მცველი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს ვუსურვებ ტორპედოს აკადემიას და დევდარიანს! ძლიერი ბავშვთა სპეციალისტი არის და ღირსეულ ფეხბურთელთა თაობებს აღზრდის. თუ სწორად მიუდგება ტორპედოს ხელმძღვანელონაბა საქმეს, ტორპედოს აკადემია ფეხბურთელების უცხოეთში გაყიდვით მიღებული შემოსავლები დიდი ექნება 15-20 წელიწადში.
ლუკა
01:36 01-07-2018
0
მგონი ტორპედო რაღაცას ცვლის და მიბაძონ სხვა გუნდებმაც თან კვალიფიციური ფეხბურთელები მოყავს და ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ თავს. წარმატებები ლიგაზე ტორპედოს.
roma
19:02 30-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული