"საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

კლუბის "ფეისბუქგვერდის" ცნობით, თბილისელები თურქეთის ქალაქ სიდეში 2 მოსამზადებელ ციკლს გაივლიან.

პირველ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 17-30 იანვრის ჩათვლით მოემზადება.

დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრები პლოვდივის "ბოტევთან", რუმინეთის "კონკორდიასთან", ხოლო მესამე მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მეორე შეკრებას, 3-18 თებერვლის ჩათვლით, კლუბი ამჯერადაც ქალაქ სიდეში გაემგზავრება და "სასტუმრო "სენსეში" დაბინავდება. თბილისელები მეორე შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩს გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული