ეროვნული ლიგა. XXXI ტური: "სამტრედიამ" თბილისში "დინამო" 23 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
23 ოქტომბერს ეროვნული ლიგის XXXI ტურში თბილისის "დინამო“ სახლში "სამტრედიასთან“ 0:1 დამარცხდა.

თავიდანვე შეუტიეს მასპინძლებმა და დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ თოთაძემ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ და 89-ე წუთზე ნდონგმა თავურით დალაშქრა ლიტოვჩენკოს კარი. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ 4 წუთში მასპინძლებმა სახეირო იერიშის მიტანაც კი ვერ შეძლეს, კინაღამ იქით მიიღეს მეორე გოლი (პირისპირ გასულ ოლაიტანის დარტყმული ლიტოვჩენკომ მოიგერია) და წააგეს. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ“ "დინამოს“ სტუმრად უკანასკნელად 23 წლის წინ სძლია.

"სამტრედია“ 61 ქულით მე-3 ადგილზეა, "დინამო“
65 ქულით ისევ პირველ პოზიციაზეა, მაგრამ ქუთაისის "ტორპედო“ ახლა ოდენ 1 ქულით ჩამორჩება.

"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ძარია (85. თევზაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, სალუქვაძე, კობოური (90+3. კოვლატიუკი), კუცია (75. ქოჩლაძე), ქავთარაძე

"სამტრედია“: მიგინეიშვილი, მანჯგალაძე, რაჟამაშვილი, საბანაძე (90. სამუშია), ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე, მჭედლიშვილი, დათუნაიშვილი, გიი (90+2. მარკოზაშვილი, ოლაიტანი

გოლი: ნდონგი, 89 (0:1)

გაფრთხილება:
მიგინეიშვილი (2), მანჯგალაძე (63), კობოური (68), მჭედლიშვილი (85)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეტყობა კალაძის გამერებამ იმოქმედა...
status quo
12:23 24-10-2017
1
უნდა აიკძალოს 21 წლამდე ფეხბურთელის ტრანსფერი უცხოეთში!
Gura
11:00 24-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული