ეროვნული ლიგა. XXX ტური: "დინამომ“ "დილა“ 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს გორის "დილამ“ XXX ტურის დასკვნით მატჩში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს“ უმასპინძლა და 1:2-ზე დამარცხდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ბევრს უტევდა და მე-40 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ლაშა სალუქვაძის შეცდომით გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა, ბურთი აართვაა, მას ხელი ლაშა თოთაძემაც ვერ შეუშალა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ არგასაშვები გოლი გაუშვა. შესვენებაზე გასვლამდე სტუმრებსაც ქონდათ მომენტი, მაგრამ ბექა მიქელთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს.

მეორე ტაიმში გორელებმა უკან დაიხიეს, "დინამომ“ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა
მოიპოვა და შეცვლაზე შესულ ლაშა ქოჩლაძეს საპასუხო გოლის გატანა შეეძლო, რომელიც მცველს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მიხეილ მუჯრიშვილმა რთული დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ბექა ქავთარაძემ ვერ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.

82-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში ალექსანდრე კვახაძემ ქავთარაძე წააქცია, მსაჯმა თერთმეტმტრიანი დანიშნა და თოთაძემ პენალტი გამოიყენა. მომდევნო იერიშისას მიქელთაძეს მეორე გოლის გატანა მუჯრიშვილმა არ დაანება. შეხვედრის ძირითადი დროისთვის წამატებულ მე-3 წუთზე კი "დილას“ კიპერმა შეცდომა დაუშვა, თოთაძის მიერ შორი მანძილიდან, საჯარიმოდან დარტყმული ბურთი გაუშვა და "დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა.

მოკლედ, "დინამო" 65 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" 4 ქულით უსწრებს, ხოლო "დილა" 34 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.

"დილა“: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, კვახაძე, რაზმაძე, აბუბაკარი (46. პაპავა), წიქარიძე (76. ნუბიო), ნონიკაშვილი, ფანცულაია (72. მოდებაძე), კირკიტაძე, მორასი, პედრინიო

"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, ქარდავა, ძარია (66. ქოჩლაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, შულაია (90+2. კუცია), ქავთარაძე

გოლები: ფანცულაია, 40 (1:0). თოთაძე, 82. პენ (1:1). თოთაზე, 90+3, (1:2)

გაფრთხილება: შულაია (88)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისევ უსუსური მეორე ტაიმი... ისევ დაიწყო წაგებების სერია.ისევ გაუაზრებელი თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც. ნეტავ ვისი ბრალია ასეთი გაუაზრებელი თამაში? გუნდური თამაშის არანაირი პროგრესია რომ არა ის შემთხვევითი მოგებები სად ვიქნებიდით ვინ იცის?
Dragonfly
20 ოქტომბერი 2017 21:19
0
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს? რა ვთქვი ასეთი? ვთქვი , რომ სპექტაკლი იყო! და რად გინდათ ასეთი ჩემპიონი???!!!
გიორგი
20 ოქტომბერი 2017 14:33
0
დინამო ერთერთი გუნდია დილას მერე რო ვბალიშიკობ ევროთასებზე და არანაირი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ გუნდის, მარა რაც წუხელის მოხდა მარაზმია და მეტი არაფერი, ამ დინამოს არანაირი შანსი არ აარქვს ევროპაზე და მორიგი იმედგაცრუება იქნება. დილას რაც შეეხება ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ რამოდენიმე მატჩიანი და მერე მიხვდებიან.
გორი
20 ოქტომბერი 2017 09:57
0
არაფერი ეშველება...ამოვიდა ყელში უაზრო თამაშები.ვიც არუნდა გახდეს ჩემპიონი...ამის მერე რა ....დამისახელეთ რომელი გუნდი,დადებს შედეგს...
giush...
20 ოქტომბერი 2017 02:20
0
კარგი სპექტაკლი დადგეს: 1.პირველი გოლის დროს ისეთმა გამოცდილმა მცველმა როგორიცაა კვახაძე სრულიად ბავშვური შეცდომა დაუშვა და პენალტი აიკიდა, 2. მეორე გოლის დროს მეკარე მუჯრიშვილმა თოთაძეს უთხრა ალბათ შენ ოღონდ ჩარჩოში მოახვედრე ბურთო და მე კიარ გადავხტები ჩავჯდებიო. გამოფხიზლდი ფედერაცია თორემ ისე განაგლდნენ არაფერს აღარ ერიდებიან და ხალხს სტადიონზე მისვლა შეაზარეს.
fexburtis federacias
19 ოქტომბერი 2017 23:24
4
მოვიგეთ! ძნელად, მაგრამ მოვიგეთ! ვულოცავ ბიჭებს, მასე გააგრძელეთ!
levani kaxeti
19 ოქტომბერი 2017 22:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული