ეროვნული ლიგა. XXX ტური: "დინამომ“ "დილა“ 93-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

AutoSharing Option
19 ოქტომბერს გორის "დილამ“ XXX ტურის დასკვნით მატჩში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის "დინამოს“ უმასპინძლა და 1:2-ზე დამარცხდა.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ორივე გუნდი ბევრს უტევდა და მე-40 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. ლაშა სალუქვაძის შეცდომით გიორგი ფანცულაიამ ისარგებლა, ბურთი აართვაა, მას ხელი ლაშა თოთაძემაც ვერ შეუშალა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ არგასაშვები გოლი გაუშვა. შესვენებაზე გასვლამდე სტუმრებსაც ქონდათ მომენტი, მაგრამ ბექა მიქელთაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი მიზანს.

მეორე ტაიმში გორელებმა უკან დაიხიეს, "დინამომ“ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა
მოიპოვა და შეცვლაზე შესულ ლაშა ქოჩლაძეს საპასუხო გოლის გატანა შეეძლო, რომელიც მცველს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მიხეილ მუჯრიშვილმა რთული დარტყმა მოიგერია, დამატებაზე კი ბექა ქავთარაძემ ვერ მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.

82-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში ალექსანდრე კვახაძემ ქავთარაძე წააქცია, მსაჯმა თერთმეტმტრიანი დანიშნა და თოთაძემ პენალტი გამოიყენა. მომდევნო იერიშისას მიქელთაძეს მეორე გოლის გატანა მუჯრიშვილმა არ დაანება. შეხვედრის ძირითადი დროისთვის წამატებულ მე-3 წუთზე კი "დილას“ კიპერმა შეცდომა დაუშვა, თოთაძის მიერ შორი მანძილიდან, საჯარიმოდან დარტყმული ბურთი გაუშვა და "დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა.

მოკლედ, "დინამო" 65 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან ქუთაისის "ტორპედოს" 4 ქულით უსწრებს, ხოლო "დილა" 34 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.

"დილა“: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, კვახაძე, რაზმაძე, აბუბაკარი (46. პაპავა), წიქარიძე (76. ნუბიო), ნონიკაშვილი, ფანცულაია (72. მოდებაძე), კირკიტაძე, მორასი, პედრინიო

"დინამო“: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, სალუქვაძე, კობოური, ქარდავა, ძარია (66. ქოჩლაძე), კიტეიშვილი, მიქელთაძე, შულაია (90+2. კუცია), ქავთარაძე

გოლები: ფანცულაია, 40 (1:0). თოთაძე, 82. პენ (1:1). თოთაზე, 90+3, (1:2)

გაფრთხილება: შულაია (88)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ისევ უსუსური მეორე ტაიმი... ისევ დაიწყო წაგებების სერია.ისევ გაუაზრებელი თამაში დაცვაშიც და შეტევაშიც. ნეტავ ვისი ბრალია ასეთი გაუაზრებელი თამაში? გუნდური თამაშის არანაირი პროგრესია რომ არა ის შემთხვევითი მოგებები სად ვიქნებიდით ვინ იცის?
Dragonfly
21:19 20-10-2017
0
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს? რა ვთქვი ასეთი? ვთქვი , რომ სპექტაკლი იყო! და რად გინდათ ასეთი ჩემპიონი???!!!
გიორგი
14:33 20-10-2017
0

სიახლეები პოპულარული