ეროვნული ლიგა. XX ტური: "კოლხეთი" სამტრედიაში ისევ უგოლოდ თამაშობს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტურში, ფოთის "კოლხეთსა" და თბილისის "საბურთალოს" შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ფოთელებმა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მე-4 თამაში ჩაატარეს და აქედან მესამე 0:0 დასრულდა.

"საბურთალოს" შანსი ჰქონდა ეროვნული ლიგაში ზედიზედ მე-3 გასვლითი თამაში მოეგო, რაც პირველად მოხდებოდა, მაგრამ გიორგი ჭიაბერაშვილის გუნდმა ამ მიზანს ვერ მიაღწია.

არასრული 20 ტურის შემდეგ, "კოლხეთი" კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა, "საბურთალო" კი მე-6 პოზიციას ინარჩუნებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული