დიდი მატჩის დღე! ერთ ნაბიჯში ნახევარფინალსა და ოლიმპიადასთან - გადაჭედილი "დინამოს" ძალა...

AutoSharing Option
ზუსტად ერთი თვის წინ, 1-ელ ივნისს, წერილი შემოგთავაზეთ, სადაც იმაზე ვსაუბრობდით, რომ ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვე დადგა. მაშინ რთულად წარმოვიდგენდით, რომ ეს პროცესი ივლისშიც გაგრძელდებოდა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდოდა. დღეს დიდი მატჩია - ნახევარფინალი და ოლიმპიადის საგზური ასე ახლოსაა. ჩვენი ფეხბურთელების დამატებით დაძაბვას არ ვაპირებთ, მათ მიღწეულისთვის მადლობა ეკუთვნით, პასუხისმგებლობის ნაკლებობას კი ნამდვილად არ განიცდიან; გვესმის მათი ფიზიკურ-ემოციური მდგომარეობის ამბავიც. ისრაელის ახალგაზრდული ნაკრებს 20:00 საათზე, სავსე (45 ათასი ბილეთი იყიდება) "დინამო არენაზე"
ვუმასპინძლებთ, რაც დიდი ძალაა!..

Sportall.Ge

შესაძლოა, ჯგუფურ ეტაპზე, ვინმეს საქართველოს ნაკრების სტილი და მეტოქის სათამაშო უპირატესობები არ მოსწონდა, თუმცა ფაქტია ის, რომ რამაზ სვანაძემ ზუსტად გათვალა ჩვენი შესაძლებლობები, მოწინააღმდეგეთა ძლიერი მხარეები, ძალები სწორად გადაანაწილა, იღბალმაც არ მიგვატოვა და "უმცროსი ჯვაროსნები" იქ არიან, სადაც ნაკლებად ელოდნენ. ახლა სულ სხვა გამოწვევა გვაქვს. ერთი შეხედვით, ისრაელის 21-წლამდელთა ნაკრები საუკეთესო ვარიანტია, ვინც ამ ეტაპზე შეიძლება დაგვპირისპირებოდა, თუმცა მაშინ ანალოგიურად ვიტყოდით მათი გადმოსახედიდანაც. გარდა ამისა, თუ აქამდე ჩვენი მთავარი მიზანი მაინც მეტოქეების ძლიერი მხარეების ნეიტრალიზება იყო, ახლა თავად მოგვიწევს მეტი ფიქრი ინიციატივის აღებასა და შეტევაზე. ვნახოთ, ეს როგორ გამოგვივა. წინა შეხვედრებში ასე არ ჩანდა, თუმცა მსგავსი უნარების მქონე ფეხბურთელები გუნდში ნამდვილად გვყავს.

Sportall.Ge

შემადგენლობა საინტერესო იქნება. როგორც მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდმა ძალების აღდგენა მოახერხა. საინტერესოა, დაცვის ხაზში ისევ 4 ამპლუით ცენტრალური მცველი გადანაწილდება, უფრო აქტიურ ფლანგებს ვნახათ თუ 3-მცველიან ტატქიკას. მწვრთნელს უნდა შევუქოთ, რომ ის შეხვედრის გამმავლობაში გუნდის გადაწყობას უნარიანად ახერხებს. ველოდებით, რომ ჩვენი ნახევარმცველები ბურთს მეტად გააკონტროლებენ, რაც შეტევაში მრავალფეროვნებით შექმნილ მეტ შანსს უნდა ნიშნავდეს.

Sportall.Ge

შეხვედრას ნორვეგიელი ძალიან გამოცდილი არბიტრი, ესპენ ესკასი განსჯის, ის 2022 წლის 12 ივნისს "დინამო არენაზე" საქართველო - ბულგარეთის (0:0) მთავარი მსაჯი იყო. ხსენებული არბიტრი მიმდინარე ტურნირზე ჩვენ პირველ მატჩს უძღვებოდა - პორტუგალიის წინააღმდეგ (2:0). საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბარათებით გადატვირთულია და კარგია, რომ ამ მხვრივ 35 წლის რეფერი საკმაოდ ლმობიერია. პირველ ტურში მან გაგუა და ხვადაგიანი გააფრთხილა, პორტუგალიელი არაუჯო კი გააძევა.

სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე - მექვაბიშვილი (C), გაგნიძე - დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, აზაროვი - გაგუა.

altU21. 1/4-ფინალის წინ - სვანაძე: "ძალები აღვიდგინეთ, შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს"

altU21. საქართველო VS ისრაელი - რომელი უფრო მეტს გარისკავს ნახევარფინალისა და ოლიმპიადისთვის...

მკითხველის კომენტარები / 25 /
კვარაცხელია უნდა დაისაჯოს!
დათო
23:09 01-07-2023
3
პენლებამდე არ უნდა მივიყვანოთ,არაა ძლიერი მხარე მამარდასი ეგ.იმათმა მეკარემ ორი აუღო გერმანელებს..
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული