U21. გაირკვა - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს შეხვდება

AutoSharing Option
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე C ჯგუფში მესამე ტურის მატჩები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა და მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ისრაელმა ნაკლებად სანახაობრივ შეხვედრაში ჩეხეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და 1-ელ ივლისს „დინამო არენაზე“ საქართველოს დაუპირისპირდება. მართალია, მჭიდრო კალენდრისას თამაში და ძალების აღდგენა ძნელია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ რამაზ სვანაძის გუნდს დასასვენებლად მეტოქეზე ერთი დღით მეტი აქვს.

ინგლისმა, რომელმაც პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა, გერმანიას 2:0 მოუგო და 2 ივლისს ქუთაისში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ჯგუფში ჩეხეთი და გერმანია ჩარჩნენ. თან, გერმანიამ 1
ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 არჩერი (4), 2:0 ელიოტი (21)

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ისრაელი - ჩეხეთი 1:0
გოლი: განდელმანი (82)

მკითხველის კომენტარები / 38 /
ისრაელთან, ჩვენს ბიჭებს მართებთ გაასმაგებული ყურადღების მოკრება, რადგანაც ზოგიერთებს გონიათ, რო ადვილი მეტოქე შეხვდათ, ნამდვილად არ არის ასე. პირიქით მეტოქე უნდა დააფასო და ისე უნდა გახვიდე მოედანზე სათამაშოდ. წარმატებები ბიჭებს!
გია
11:01 29-06-2023
0
რასაც ვუყურე მაინც ისრაელი მერჩივნა.ჩვენი სისუტე ჩაწიდებულ ბურთების განეიტრალებაა რაც ისრაელს კატასტროფულად არ გამოდის.ასევე ისრაელი არანაერი კომბინაციების მარაგი არააქ როგირც ჰოლანდიას და ბელგიას.თამაშობენ მოწინააღმდეგის შეცდომაზე.ჩვენი შტაბი კარგად შეისწავლის დარწმუბებული ვარ და
უფლის წყალობით ნახ ფინალი ჩვენია.
მოსეხონელი
09:43 29-06-2023
0

სიახლეები პოპულარული