"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და მეოთხედფინალში გავიდა, მეტოქე კი ჯგუფში ჩარჩა. ნიდერლანდურმა პრესამ მარცხს დრამატული უწოდა,  აღნიშნა, რომ მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ 21-წლამდელებში ხუთწლიანი მუშაობა წარუმატებლად დაასრულა და მას მიხაელ რაიციგერი შეცვლის, რაც დიდი ხანია ცნობილი იყო.

"ტელეგრაფი" წერს, რომ ისევე, როგორც წინა ორი მატჩი, "ნარინჯისფერებმა" მასპინძლებთანაც თამაში დამაჯერებლად დაიწყეს, დებიუტში სამი მომენტი ვერ გამოიყენეს, შემდეგ საზარდულის ტრავმის გამო თავდამსხმელი ბრაიან ბრობი შესაცვლელი გახდა, ხოლო ქართველებმა პირველივე შანსის რეალიზება მოახერხეს, როდესაც ზურიკო დავითაშვილი გრძელი სოლო-რეიდით კვილინდში
ჰარტმანს, მიკი ვან დე ვენს, იან პოლ ჰეკესა და სხვებს გასცდა და ბურთს კარის მარცხენა კუთხეში მიუჩინა ადგილი. თუმცა შესვენებაზე გასვლის წინ კენეტ ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ნაკლები შანსები ჰქონდათ და ტურნირს დაემშვიდობნენ, რაც ძალიან მტკივნეულია.

AD.nl აღნიშნავს, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში ნიდერლანდელები სათანადოდ ვერ მოქმედებდნენ, მეტოქის დაცვითი ბარიერების გადალახვა ვერ შეძლეს და ჯგუფში ჩარჩნენ.

ნიდერლანდების ფეხბურთის კავშირის საიტმა მარცხი ასე ახსნა: "კონტრასტი დიდი გახლდათ. ორი შეხვედრა თითქმის ცარიელ სტადიონზე ჩავატარეთ, მესამე ტურში კი "დინამო არენა", სადაც 43 ათასი მაყურებელი იყო, კინაღამ დაინგრა. ტურნირი საქართველოში ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. მასპინძლები ლიდერები იყვნენ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ის, რომ ანგარიში 1:0 გახდა, ისევე წარმოუდგენელი იყო, როგორც დაუმსახურებელი. ზურიკო დავითაშვილმა დაცვა გაარღვია და ახლო მანძილიდან გაიტანა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, გოლი შესანიშნავი და განსაკუთრებული გამოუვიდა. საქართველო მოულოდნელად ჯგუფის გამარჯვებული გახდა. პორტუგალიამ ბელგიას 2:1 მოუგო და ტურნირზე ასპარეზობას ისიც გააგრძელებს".

ვან დე ლოიმ NOS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭებმა თავი არ დაზოგეს, ბოლომდე იბრძოლეს, ბევრი მომენტი შექმნეს, სამ მატჩში გატანილი ორი გოლი ძალიან ცოტაა, დაცვაში ჩამდგარ საქართველოსთან გაუჭირდათ, ტურნირს სამარცხვინოდ დაემშვიდობნენ, რაც მტკივნეულია, რადგან საქართველოში ოქროს მედლების მოსაპოვებლად ჩავიდნენ; თუმცა წინა ორ ევროპირველობაზე წარმატებით იასპარეზეს და ეს კარგი გასახსენებელია.

altU21. დასწრების ახალი რეკორდი და მომავალი მატჩიც "დინამო არენაზე"

altზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ

altრამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ

altU21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზურიკოს მსგავსი რეიდის შემდეგ ბათუმში ნორვეგია გადაურჩა გოლს... ნოდერლანდმა სრულად იგემა!!!
tngh
15:51 28-06-2023
0
თითქმის ყველა ფეხბურთელი,სხვადასხვა ჩემპიონატებში თამაშობენ,ზოლი პირველ ნაკრებშიც კი და სავსე ტრიბუნები,მათთვის დიდი ზეწოლის ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო.ჩვენებმა რაღა უნდა თქვან,ამხელა დინამოზე,200-ოდე კაცი რომ ესწრება ხოლმე და ახლა,სავსე სტადიონზე მოუწიათ თამაში?კარგი და აქ თუ მაყურებელმა იმოქმედა,წინა ორი თამაში რომ ვერაფერი გააკეთეს,იქ ხომ ცარიელი იყო სტადიონი?"პატარძალმა ეზო ვერ დაგავა და ეზო მრუდეაო",იმას ჰგავს! მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავთ,ჰოლანდიელებს,ფიზიკურადაც,ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც ძალიან ძლიერები არიან,მაგრამ ჩვენ ჩვენი კოზირები გამოვიყენეთ და სასურველი შედეგიც მივიღეთ.ალბათ მაინც ჩვენმა მწვრთნელმა აჯობა,მათ მწვრთნელს,ჩვენმა თავდადებამ კი,მათ სიძლიერეს.
სოსო
13:04 28-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული