არ გამიჭირდება თანამდებობის დათმობა - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 3 შესარჩევი მატჩი გამართა და 3 მარცხი იწვნია.

განსაკუთრებით მტკივნეული იყო ფარერებთან წაგება. ცხადია, ამ ყველაფერს გულშემატკივართა მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

გუშინ "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- რა თქმა უნდა, ასეთი შედეგის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ეს ერთი თემაა. მეორეა ის, რომ ფეხბურთელს სულ რომ არ ჰყავდეს მწვრთნელი, როცა ის სანაკრებო დონეზე თამაშობს, ცარიელი კარის წინ ბურთი უნდა დაიმორჩილოს, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც უნდა
გამოიყენოს, ორ მეტრში პასის გაკეთების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს... როგორია თქვენი შთაბეჭდილებები დანიასა და მეტადრე ფარერებთან განცდილი ბოლო ორი, უაღრესად მტკივნეული მარცხის შემდეგ?

- რაც მოხდა ბოლო ორ შეხვედრაში და, მეტადრე, ფარერებზე გამართულ მატჩში, ამის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებები და განცდები, ალბათ, არც არავის აინტერესებს.

კონკრეტულად ფარერებთან შეხვედრაზე ვიტყვი. ძალიან ცუდია, რომ მეტოქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, დავმარცხდით ისეთ ნაკრებთან, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ზოგადად, მათ ბოლო დროს მოუმატეს ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო ის მატჩი და ამაზე არ შეიძლება, ორი აზრი იყოს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, მე არავითარ შემთხვევაში არ გავიშვერ ხელს მათკენ. ასე რომ გავაკეთო, არ ვიქნები მართალი.

მწვრთნელმა ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა მოამზადოს, რომ გავიდნენ მოედანზე და მოიგონ თამაში. სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ეს ფაქტია.

- და მაინც, რა ვუყოთ იმ ათამდე ასპროცენტიან საგოლე მომენტს, რომლებიც ფარერებთან მატჩში ვერ გამოვიყენეთ?
- როცა სახეზე გვაქვს წაგებული თამაში, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის მთავარი მწვრთნელი და ეს ასეა მას შემდეგ, რაც ფეხბურთი არსებობს.

ეს არის მუდმივა, რომელიც დღემდე არავის შეუცვლია. კი, გვქონდა ბევრი მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამასთან, გვქონდა ძალიან ბავშვური შეცდომაც. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ - პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!

ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უზომოდ განვიცადეთ მომხდარი. კარგია, რომ ამისთვის სინდის-ნამუსი მაინც შეგვრჩა... სამი თამაში წავაგეთ და ამ სამ თამაშში 11 გოლი გავუშვით.

გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არცერთ ჩემს გაწვრთნილ გუნდს არასდროს ჰქონია ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი. ჩვენ არ ვკარგავთ რეალობის გრძნობას და კრიტიკულად ვაფასებთ მოვლენებს.

ძალიან მინდა, ჩვენ მიერვე გაფუჭებული საქმე ჩვენვე გამოვასწოროთ. იმედია, შევძლებთ ყველაფრის დალაგებას. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი რესურსი აქ არ არის ამოწურული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, თუ ჩვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს სხვა, მე არ მაქვს თანამდებობის დათმობის პრობლემა.

ეს საქართველოს ნაკრებია და ეკუთვნის მთელ ქვეყანას. ასე რომ, როცა საქმე ნაკრებს ეხება, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

- რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ერთი სათამაშო რგოლის შესახებ ცალკე უნდა გკითხოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაცვის გარეშე ვთამაშობთ...
- ფაქტია, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია, ვამახვილებთ ყურადღებას.

თქვენ სწორად აღნიშნეთ - დღეს იგებს ან აგებს მთლიანად გუნდი. ამას გარდა, კიდევ არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ამ პრობლემების დაძლევის რწმენა.

- თქვენი აზრით, რისთვის უნდა იბრძოლოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში?
- ჩვენ ციკლის დაწყებამდე დავისახეთ მიზანი და რა მიზანიც იყო ეს, ყველამ კარგად ვიცით. სანამ არის თუნდაც თეორიული შანსი, ეს მიზანი არ უნდა შეიცვალოს. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი ფარერებთან წაგების შემდეგ, მაგრამ მე ასე მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვვარდებით და, რადგან ეს ასეა, თუ ვერ გავალთ ჯგუფიდან, მაშინ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.

ზოგადად, სამწვრთნელო პოსტზე არავინ არ არის შეუცვლელი. შევხედოთ, რა და როგორ იქნება თუნდაც უახლოეს ორ თამაშში. თუ ვნახავთ, რომ არ იქნება უკეთესობა, მაშინ მე არ მექნება იმის პრობლემა, რომ თანამდებობა დავთმო.

- რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი არ არის ამოუწურავი, მაგრამ ცვლილებები, ალბათ, იქნება ნაკრების შემადგენლობაში...
- მართალი ბრძანეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. ცხადია, იქნება გარკვეული ცვლილებები...

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ყოფილა არაერთი წარმატება. საინტერესოა, რას განიცდით ახლა, როცა წილად გერგოთ მწვავე კრიტიკა?
- უნდა გითხრათ პირდაპირ: რასაც ახლა ლაპარაკობს და განიცდის გულშემატკივარი, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ყველა ვხედავთ, რომ შედეგი არის ცუდი. ფეხბურთში მთავარი ყოველთვის შედეგია. გულქვა უნდა იყო ადამიანი, ყოველივე ამას რომ არ განიცდიდე და მე ნამდვილად არ ვარ ასეთი.

რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი. ჩვენი რესურსი, ზემოთაც ვთქვით, არ არის უშრეტი, მაგრამ მე მაინც მაქვს უკეთესობის იმედი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მოკლე ხანში ვერ დავინახეთ ეს უკეთესობა, არ გამიჭირდება შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
ფეხბურთელები არაფერ შუაში არიანო, მე არ გადავდგებიო, ესეიგი თავს დამნაშავედ არ გრძნობს, ჩვენი ბრალი ყოფილა ყველაფერი და ამათგან რა გვინდა
g_datia
17 ოქტომბერი 2017 13:36
3
!!!!!!-ს. გია შუაში კი არა თავშია. მესმის რომ ნაკრების მწვრთნელი 5-დღიან შეკრებაზე ვერ გაზრდის ფეხბურთელს, მაგრამ მარტო ეს არ არის მიკზეზი? გეკითხები "ჭკვიანო", მაშინ რატომ იზახევს ასეთ ფეხბურთელს? მიზეზი მწვრთნელიცაა, ფეხბურთელებიც და ფედერაციაც, რომელიც დუმს, თითქოს თივით აქვს პირი გამოტენილი. დავაი, დაახვიეთ აქედან!!!! ნუ შეგვაძულეთ არა მარტო ფეხბურთი (თუმცა ეს მე ვერ შევძელი ჯერ სამწუხაროდ), არამედ საკუთარი თავიც კი!!! ადვოკატები არაა აქ საჭირო.
მამია
17 ოქტომბერი 2017 13:34
4
mand mourinio ikneboda tu gia ar konda mnishvneloba gasagebia kvela cageba treners braldeba magram am shemtxvevashi arascoria vinc sadme gaipartxala kvela gamoidzaxa atamasha meti ra knas gekitxebi??????????????????? rom cavides sxva aakvavebs tu ras itxovt kai cava esec da mere gadavxsnit kvelas? aranairad
!!!!!
17 ოქტომბერი 2017 14:01
12
ანუ რა გამოდის. ამ ინტერვიუდან ისე ჩანს, რომ თუ თვითონ მოისურვებს მხოლოდ მაშინ წავა!!! მაშინ რას წარმოადგენს ან რა ფუნქციები აქვს ფედერაციას და მის პარლამენტარ პრეზიდენტს? კარგით რა მეგობრებო, კარგით...... ნუ დასცინით ხალხს და უპირველესად ფეხბურთის ქომაგებს. ასე არ შეიძლება.
გიორგი
17 ოქტომბერი 2017 13:26
4
ყველაზე სამწუხარო რეალობაა. სულ მიდის საუბარი ახალგაზრდების წარმატებებზე ელიტრაუნდში, მაგრამ ამ შედეგმა ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა. მწვრთნელებზე და მათ შეცვლაზე ლაპარაკი ვერ გვიშველის, ჩემი აზრით მთავარი მაინც ძალიან დაბალი სათამაშო კლასია. გეგუჩაძეა ბუნებრივია პასუხისმგებელი ამ შედეგზე მაგრამ ვინც არ უნდა შეცვალოს ის, სამწუხაროდ უკეთესი შედეგის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს
გგგ
17 ოქტომბერი 2017 13:26
5
სანამ არის გასვლის თეორიული შანსი, მწვრთნელს უნდა მიეცეს მუშაობისა და შეცდომების გასწორების საშუალება. მე მჯერა გეგუჩაძის და ჩვენი ახალგაზრდების.
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2017 13:25
18
Yvelastan waage da meti raga ginda? Exla teoriulsac waageb da vsioo... //// realoba aris is ro qartvelebs zalian gviyvars fexburti, Magram samwuxarod chven qveyanashi Ar arsebobs , amaze qvemot Vegar wavalt imitom rom amis qvemot ukve adgili agar aris, . Gadavxedot martla chven fexburtelebs sad tamashoben da an kide Ra gundebis dublshemadgenlobebshi arian, zogi ugundotaa , 3-4 kaci gvyavs visac sheuzlia ase tu ise ragac burtis goreba da saqartveloshi araswiri agzrdis gamo mteli karieraa lazaretshi aqvt gatarebuli, chempionati Rac iyo yvelam vicit wina wlebshi ertmanetshi mazaobdnen fexburtelebi, stadioni araaa, mindori araa, bavshvta skola ara, ganatlebuli mwvrtnelebi gadashendnen dinozavrebivit, mxolod dinamo, loko, saburtalo da warmodgena ar maq mand Ra xdeba, tveshi ra ari gadasaxadi, an zugdididan , telavidan , batumidan patara bavshvma rogor an ratom unda iaros amxela gzaze... kobiashvili , kaladze da bizina premieri da mokled tavis opoziana yvela unda dainteresdes sportit, qveyanas Ar yavs erti warmomadgeneli arc evropaze, arc msoflioze, arc ligaze da arc evropa ligaze, arada magaze magari reklama raga unda iyos, jer marto ramdeni turisti chamoyveba gundebs, chempionta ligaze ro movxvdet, uels chamoyva 2000 kaci ert dgeshi da warmoidget, maniu, baierni, barsa, Milani, reali ro chamovides Ra moxdeba, tan yovel wels, amaze meti reklama Ra unda gauketo qveyanas??? Magram tven araferi Ar gindat, marto premiebi da dapirebebi gainteresebt???///// au sul damaviwyda geguchazes interviu roaa :D :D :D gacofebuli var ubralod bolo shedegebit :D / qartulad Ar iwereba rac Es saiti aheicvala , are rom bodiahi gadareulo gulsgematkivreboo,,,
Vasili
17 ოქტომბერი 2017 13:20
2
მინიმუმ მეკარე მაინც შეგეცვალა პოლონეთთან 3 და დანიასთან 5 გაშვებული გოლის მერე, ისევ კუპატაძეს დაყენება იქნებოდა ? მიეცი რა შანსი სხვასაც, რისთვის გყავს წაყვანილი. ასევე ეხება სხვა რგოლებსაც, მაგრამ მეკარე ვერანაირ კრიტიკას უძლებს სამწუხაროდ.
U21
17 ოქტომბერი 2017 13:10
0
xuti metridan gols rom ver itanen eg geguchas brali nagdad araa 20-21 clis bichebs golis gatanas nakrebshi ver ascavlis gia tviton bichebis shecdomaa es da pirvel rigshi pederaciis radgan makidan ckdeba kvelaperi gia araper shuashia ak pasuxismgeblobas ki tkuilad agebineben tavis tavze :))))) .!.
!!!!!!
17 ოქტომბერი 2017 13:02
14
COTA REALURAD SHEXEDET BICHO AM KVELAPERS TKVEN TAVI VIN GGONIAT INGLISI TU SAPRANGETI EROVNULI AR VARGA AMAT RAS MOKITXAV VINC GAMOSADZAXEBELI IKO ATAMASHA DA VERAPERI VER KNES ARARIAN UKETESEBI ETKOBA ARA DA ILUZIEBSHI NU CXOVROBT :!!!!!!!!!!!
!!!!!
17 ოქტომბერი 2017 13:59
8
მასეთი ფეხბურთელების ნაკრებში დაძახება მე და შენი შეცდომა რომ არაა, ამას მტკიცება უნდა !!!! ? თუ სხვა აკომპლექტებინებს ნაკრებს და ისევ იქ რჩება, ესეც მაგის შეცდომაა!
klimenti
17 ოქტომბერი 2017 13:19
1
გეგუჩაძე, თუ ღირსება გქონდა, ფარერებთან სირცხვილის შემდეგ უნდა გადამდგარიყავი . შენს მაქ დატოვებას, რომელიმე სომეხი მწვრთნელის მოყვანა უჯობთ, მაინც მეზობლები არიან და უფრო გაუგებენ ქართველებს
klimenti
17 ოქტომბერი 2017 12:57
3
ნამუსი არ ჰქონია... სამწუხაროა!
ქართველი888
17 ოქტომბერი 2017 12:56
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული