არ გამიჭირდება თანამდებობის დათმობა - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 3 შესარჩევი მატჩი გამართა და 3 მარცხი იწვნია.

განსაკუთრებით მტკივნეული იყო ფარერებთან წაგება. ცხადია, ამ ყველაფერს გულშემატკივართა მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

გუშინ "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- რა თქმა უნდა, ასეთი შედეგის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ეს ერთი თემაა. მეორეა ის, რომ ფეხბურთელს სულ რომ არ ჰყავდეს მწვრთნელი, როცა ის სანაკრებო დონეზე თამაშობს, ცარიელი კარის წინ ბურთი უნდა დაიმორჩილოს, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც უნდა
გამოიყენოს, ორ მეტრში პასის გაკეთების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს... როგორია თქვენი შთაბეჭდილებები დანიასა და მეტადრე ფარერებთან განცდილი ბოლო ორი, უაღრესად მტკივნეული მარცხის შემდეგ?

- რაც მოხდა ბოლო ორ შეხვედრაში და, მეტადრე, ფარერებზე გამართულ მატჩში, ამის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებები და განცდები, ალბათ, არც არავის აინტერესებს.

კონკრეტულად ფარერებთან შეხვედრაზე ვიტყვი. ძალიან ცუდია, რომ მეტოქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, დავმარცხდით ისეთ ნაკრებთან, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ზოგადად, მათ ბოლო დროს მოუმატეს ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო ის მატჩი და ამაზე არ შეიძლება, ორი აზრი იყოს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, მე არავითარ შემთხვევაში არ გავიშვერ ხელს მათკენ. ასე რომ გავაკეთო, არ ვიქნები მართალი.

მწვრთნელმა ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა მოამზადოს, რომ გავიდნენ მოედანზე და მოიგონ თამაში. სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ეს ფაქტია.

- და მაინც, რა ვუყოთ იმ ათამდე ასპროცენტიან საგოლე მომენტს, რომლებიც ფარერებთან მატჩში ვერ გამოვიყენეთ?
- როცა სახეზე გვაქვს წაგებული თამაში, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის მთავარი მწვრთნელი და ეს ასეა მას შემდეგ, რაც ფეხბურთი არსებობს.

ეს არის მუდმივა, რომელიც დღემდე არავის შეუცვლია. კი, გვქონდა ბევრი მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამასთან, გვქონდა ძალიან ბავშვური შეცდომაც. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ - პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!

ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უზომოდ განვიცადეთ მომხდარი. კარგია, რომ ამისთვის სინდის-ნამუსი მაინც შეგვრჩა... სამი თამაში წავაგეთ და ამ სამ თამაშში 11 გოლი გავუშვით.

გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არცერთ ჩემს გაწვრთნილ გუნდს არასდროს ჰქონია ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი. ჩვენ არ ვკარგავთ რეალობის გრძნობას და კრიტიკულად ვაფასებთ მოვლენებს.

ძალიან მინდა, ჩვენ მიერვე გაფუჭებული საქმე ჩვენვე გამოვასწოროთ. იმედია, შევძლებთ ყველაფრის დალაგებას. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი რესურსი აქ არ არის ამოწურული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, თუ ჩვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს სხვა, მე არ მაქვს თანამდებობის დათმობის პრობლემა.

ეს საქართველოს ნაკრებია და ეკუთვნის მთელ ქვეყანას. ასე რომ, როცა საქმე ნაკრებს ეხება, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

- რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ერთი სათამაშო რგოლის შესახებ ცალკე უნდა გკითხოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაცვის გარეშე ვთამაშობთ...
- ფაქტია, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია, ვამახვილებთ ყურადღებას.

თქვენ სწორად აღნიშნეთ - დღეს იგებს ან აგებს მთლიანად გუნდი. ამას გარდა, კიდევ არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ამ პრობლემების დაძლევის რწმენა.

- თქვენი აზრით, რისთვის უნდა იბრძოლოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში?
- ჩვენ ციკლის დაწყებამდე დავისახეთ მიზანი და რა მიზანიც იყო ეს, ყველამ კარგად ვიცით. სანამ არის თუნდაც თეორიული შანსი, ეს მიზანი არ უნდა შეიცვალოს. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი ფარერებთან წაგების შემდეგ, მაგრამ მე ასე მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვვარდებით და, რადგან ეს ასეა, თუ ვერ გავალთ ჯგუფიდან, მაშინ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.

ზოგადად, სამწვრთნელო პოსტზე არავინ არ არის შეუცვლელი. შევხედოთ, რა და როგორ იქნება თუნდაც უახლოეს ორ თამაშში. თუ ვნახავთ, რომ არ იქნება უკეთესობა, მაშინ მე არ მექნება იმის პრობლემა, რომ თანამდებობა დავთმო.

- რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი არ არის ამოუწურავი, მაგრამ ცვლილებები, ალბათ, იქნება ნაკრების შემადგენლობაში...
- მართალი ბრძანეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. ცხადია, იქნება გარკვეული ცვლილებები...

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ყოფილა არაერთი წარმატება. საინტერესოა, რას განიცდით ახლა, როცა წილად გერგოთ მწვავე კრიტიკა?
- უნდა გითხრათ პირდაპირ: რასაც ახლა ლაპარაკობს და განიცდის გულშემატკივარი, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ყველა ვხედავთ, რომ შედეგი არის ცუდი. ფეხბურთში მთავარი ყოველთვის შედეგია. გულქვა უნდა იყო ადამიანი, ყოველივე ამას რომ არ განიცდიდე და მე ნამდვილად არ ვარ ასეთი.

რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი. ჩვენი რესურსი, ზემოთაც ვთქვით, არ არის უშრეტი, მაგრამ მე მაინც მაქვს უკეთესობის იმედი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მოკლე ხანში ვერ დავინახეთ ეს უკეთესობა, არ გამიჭირდება შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
დავიწყოთ იქედან,რომ მიუხედავად იმისა,რომ სიჭინავა არც ფეხბურთელი იყო და არც ფეხბურთის სპეციალისტი,მაინც ორი თავით ჯობდა კობიაშვილს,ეს აქსიომაა,რაც შეეხება გეგუჩაძეს,ის ხომ საერთოდ -0-ია,მას არაფლის თავი და ტ---ი არ აქვს და სართოდ ძალიან მიკვირს იმ არაგულშემათკივრების,რომლებიც აზრზე არ არინ ფეხბურთში,გაგებაში არ არიან და მხოლოდ პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე მსჯელობენ.ამან დაღუპა და სამუდამოდ დაასამარებს ფეხბურთს საქართველოში,თუ ჭკუას არ მოუხმეთ,გახსოვთ ამ ცოტა ხნის წინ "გულშემატკივრების" დიდი არმია გეგუჩაძეს პირველი ნაკრების მწვრთნელად,რომ მოიაზრებდენ,გაიძახოდნენ გეგუჩაძეს შანი მიეცით ის უალტერნატიოაო,ასევე ძოძუაშვილზე რა ამბავს აწევდნენ,მიეცით კაცო დამოუკიდებლად ერთხელ მაინც ამ კაცს შანსიო,ნუთუ ასეთ ვაი და უი გულშემატკივარს არ ცხვენია დღეს? რადროს გეგუჩაძე და ძოძუაშვილია ხალხო,ანდა რადროს სხვა ქართველი მწვრთნელების დროა.ქართულ ფეხბურთს გადაარჩენს ძლიერ ჩემპიონატში მონაწილეობა,ეს იქნება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატი,რომელიც ჩამოსაყალიბებელია,ან უკრაინის ჩემპიონატში მონაწილეობა,ან თურქეთის პირველობაზე გასვლა,ანდა კავკასიის ჩემპიონატის დაარსება,რომელი ჯობია და რომელი რეალურია ამაზე ფედერაცია უნდა მსჯელობდეს და მუშაობდეს და არა პარლამენტში ჯდომა და იქ უსაფუძვლოდ დროის კარგვაზე უნდა იყვეს ორიენტირებული ფედერაციის პრეზიდენტი,თითქოს მეტი საქმე და საფიქრალი არ აქვს კობიაშვილს,საქმე იმდენია,რომ თავზე თმა არ ექნება იმდენი.უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი,სხვა ალტერნატივა ქართულ ფეხბურთს არ გააჩნია.ამ ყველაფრის მოგვარება შეაჩერებს ფეხბურთელების გადინებას ადრეულ ასაკში,მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელების ჩამოსვლას და რაც მთავარია აიწევს ფეხბურთის ხარისხი და დონე,რაც გამოიწვევს ფინანსების მოძიებას და გაჩენას,რის გარეშეც ფეხბურთის დონის ამაღლება წარმოუდგენელია.
roma
17 ოქტომბერი 2017 14:27
10
რომელ მწვრთნელს აქვს გეგუჩაძეზე კარგი შედეგი საერთაშორისო ასპარეზზე. გულმავიწყები ვართ.
A
17 ოქტომბერი 2017 21:18
16
გეგუჩაძით თუ უგეგუჩაძეოდ არანაირი გამართლება არ აქვს ქართველი ახალგაზრდების უთავმოყვარეობას. ფარერებთან ნაჩვენები შედეგისმაგვარი სირცხვილისთვის, ჰიტლერისდროინდელ გერმანიაში ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენებდნენ და დახვრეტდნენ მთელ "გუნდს" თავის მწვრთნელ-შტაბიანად. ეს არის ამის მოკლე და კონკრეტული შეფასება.
................
17 ოქტომბერი 2017 13:49
5
სანამ არის გასვლის თეორიული შანსი, მწვრთნელს უნდა მიეცეს მუშაობისა და შეცდომების გასწორების საშუალება. მე მჯერა გეგუჩაძის და ჩვენი ახალგაზრდების.
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2017 13:25
18
mtvrneloba rom ar sheezlo eg didi xania daadastura, magram mtlad aseti sindisnamusgadarezxili rom hkofila egez dagvanaxa))))
qomagi
20 ოქტომბერი 2017 03:20
2
ეს ყველაფერი იმის ბრალია რომ,ნაკრებში კონკურენცია არაა,ვინც არ ითამა კაცურად, გულით ის რამდენიმე თამასზე არ უნდა გამოიძახო,მაგრამ სხვა უკეთესი რომ არ არსებობს იძულებული ხარ როგორც მწვრთნელი ამ ელემენტარულ წესს არ მიაქციო ყურადრება,ისე ზოგადად მწვრთნელია პასუხისმგებელი და მინიმუმ შესარჩევის დასრულების შემდეგ უნდა გადადგეს.
ხოლო რაც შეეხება "თამზის" ნააზრევს სხვა ჩემპიონატს როგორ უნდა შეუერთდე როდესაც მინიმუმ მგზავრობის ხარჯები ექნება კლუბს მოსაძიებელი და ესნი კი ხელფასებსაც ძლივს არიგებენ(საბიუჯეტო კლუბებია ჩვენთან უმეტესობა და იმიტომ ვამბობ)
ქუთაისელი
17 ოქტომბერი 2017 16:00
2
xuti metridan gols rom ver itanen eg geguchas brali nagdad araa 20-21 clis bichebs golis gatanas nakrebshi ver ascavlis gia tviton bichebis shecdomaa es da pirvel rigshi pederaciis radgan makidan ckdeba kvelaperi gia araper shuashia ak pasuxismgeblobas ki tkuilad agebineben tavis tavze :))))) .!.
!!!!!!
17 ოქტომბერი 2017 13:02
14
მასეთი ფეხბურთელების ნაკრებში დაძახება მე და შენი შეცდომა რომ არაა, ამას მტკიცება უნდა !!!! ? თუ სხვა აკომპლექტებინებს ნაკრებს და ისევ იქ რჩება, ესეც მაგის შეცდომაა!
klimenti
17 ოქტომბერი 2017 13:19
1
COTA REALURAD SHEXEDET BICHO AM KVELAPERS TKVEN TAVI VIN GGONIAT INGLISI TU SAPRANGETI EROVNULI AR VARGA AMAT RAS MOKITXAV VINC GAMOSADZAXEBELI IKO ATAMASHA DA VERAPERI VER KNES ARARIAN UKETESEBI ETKOBA ARA DA ILUZIEBSHI NU CXOVROBT :!!!!!!!!!!!
!!!!!
17 ოქტომბერი 2017 13:59
8
წაბრძანდით სახლში, კობიაშვილ მუჯირთან ერთად, ვაისი არ დაგავიწყდეთ, ვაისი. ეროვნულის ესპანეთში გამარჯვება, 21-იანების ფარერებთან მარცხი... გეგუჩაძე კი ითხოვს კიდევ შანსს, ვაისი ფიქრობს გაახანგრძლივოს თუ არა კონტრაქტი. ბართლა ბნელა ჩვენთან და ეს ქვეყანა ჩალით ყოფილა დახურული.
guri
18 ოქტომბერი 2017 10:16
2
ამას რა დაემარტა მის მეგობრისგან გავიგე რომელი ფეხბურტელის გამოჰენა ქონდა დავალებული დააყენა და ეგონა ფარერებს გაზეზგავდნენ ეს ბიჰები გოლებიტ და გამოჰნდებოდნენ მაგარრები მაგრამ ვინც ბინზურ ტამასჰს ტამასჰობს მაგას გმერტი სჯის ხოლმე და ამ სირს ასე დაემარტა ეგ არი ხალხო სრული სიმარტლე.
bajo
23 ოქტომბერი 2017 11:05
1
Batono gia gamosadzaxebeli fexburtelebis sia tu magidaze argxvdebat samsaxurshi misuls mashin gveshveleba..
Dagverxa
18 ოქტომბერი 2017 10:57
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული