U21. საქართველოს ნაკრები: რას გვპირდებოდნენ ლევან კობიაშვილი და გია გეგუჩაძე

AutoSharing Option
რატომ ვერ გაამართლა მოლოდინები გია გეგუჩაძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში? ეს ის კითხვაა, რომელიც ყველას აწუხებს.

არადა, გეგუჩაძე საკლუბო დონეზე, საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებში ყველაზე წარმატებულია.

12 მატჩია, რაც გეგუჩაძე უძღვება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს: 3 მოგება, 3 ფრე და 6 წაგებაა მის ანგარიშზე. იყო ამბიცია, რომ ევროპის 2019 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატში, რომელიც იტალიასა და სან მარინოში გაიმართება, საქართველოს ნაკრები ითამაშებდა.

მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპიდან უკვე 3 მატჩი ჩავატარეთ და ყველა თამაშში გავნადგურდით. ყველაზე სენსაციური მატჩი კი ბოლო იყო, ფარერების ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3:1 დაგვამარცხა.

-nakrebi/110422-u21-farerebi-saqarthvelo-31-vis-imedadaa-qarthuli-fekhburthi-video.html">- U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

საინტერესოა სტატისტიკაც, საქართველოს ნაკრებმა 22-ჯერ დაარტყა კარში: 18 არაზუსტად, 1 ზუსტად და 3 დაბლოკეს. ფარერებმა 6-დან 3 ჯერ ზუსტად დაგვირტყა კარებში და 3 გოლი გაგვიტანა.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშის პრეტენზია აქვთ და შეიძლება ისინი ნაადრევად ვაქციეთ "ვარსკვლავებად": გიორგი არაბიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ხარაიშვილი, ჯიმი ტაბიძე, ლუკა ზარანდია და ა.შ.

რას გვპირდებოდნენ და რა იგეგმებოდა, გადავხედოთ ქრონოგრაფიას:

2016 წლის 28 იანვარი
ლევან კობიაშვილი: "გია არის გამოცდილი მწვრთნელი სწორედაც ახალგაზრდებთან მუშაობაში. ჩვენ გვჯერა, რომ მისი საქმიანობა ამ საპასუხისმგებლო პოსტზე იქნება წარმატებული და ის არაერთ ფეხბურთელს მოუმზადებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს...

გია გეგუჩაძის კონტრაქტი სამწლიანია. ამ ციკლში, მოგეხსენებათ, აღარ არის შანსი, მომდევნოში კი ყველანაირად ვეცდებით, ერთობლივი მუშაობით დავდოთ შედეგი...

კონტრაქტი გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ შედეგზე".

გია გეგუჩაძე: "ჩვენი მიზანია ყველა ასაკობრივი ნაკრების წინ წაწევა. გარდა ამისა, რასაკვირველია, უნდა იყოს შედეგი, რომელსაც გულშემატკივარი ელის.

ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და არის დიდი ნიჭი. მთავარია, სწორად მოვამზადოთ ფეხბურთელი. მაგრამ 16 წლისა რომ ნიჭიერია ფეხბურთელი, ორ წელიწადში რატომ წყვეტს ზრდას? ნიჭი ხომ არ ქრება?"

2016 წლის 22 მარტი
გია გეგუჩაძე: "ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის".

2016 წლის 12 ივნისი
გია გეგუჩაძე: "მაქვს ძალიან დიდი ოპტიმიზმი, რადგან ვხედავ დიდ ნიჭს. ახლა ამ ოპტიმიზმის საფუძველი ძალიან რთული ასახსნელია, მაგრამ მე მჯერა ჩვენი ფეხბურთის მომავლის. არის კიდევ ერთი: მწვრთნელი რომ მოდის, ის უმალ ვერ შეცვლის სიტუაციას. ყველაფერს თავისი დრო აქვს..."

2016 წლის 15 ოქტომბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს და არც რთული ხასიათის ბიჭებს. რამდენ გუნდსაც ვწვრთნიდი, ყველგან მყავდა ასეთი რთული ხასიათის ფეხბურთელები. ფეხბურთელის შეფასებისას ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის ნიჭი. ამასთან ერთად, ფეხბურთელი თავად უნდა ისწრაფვოდეს იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანოს გუნდს და ქვეყანას...

რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს, დიახ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პერსპექტივაში მასაც აუცილებლად ვითვალისწინებთ. მას მე ვაკვირდებოდი ბოლო მატჩებში და მომეწონა. თუნდაც ის ავიღოთ, რომ ახლა გაცილებით მეტს მოძრაობს".

2017 წლის 26 იანვარი
გია გეგუჩაძე: "საერთოდ, ჩვენ ყველა წილისყრის შემდეგ ომახიანად ვართ ხოლმე განწყობილნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რეალურად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი.

ჯერ კიდევ წინა ციკლის ბოლო მატჩებში ნაწილობრივ ვნახეთ ის კონტინგენტი, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ ახალ შესარჩევში. ეს კი ის თაობაა, რომელიც იმედს გვაძლევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფში არ არის გრანდი. წესით, ფავორიტებად უნდა მივიჩნიოთ დანია, პოლონეთი და ფინეთი.

აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეხვედრაში ძალიან დიდი ბრძოლა მოგველის. ჩვენც მაღალ მიზნებს ვისახავთ. მოკლედ, სავსებით მისაღები ჯგუფია, არ ვარ უკმაყოფილო."

2017 წლის 4 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: "ჩვენს ასეთ თამაშს გამართლება არ აქვს. მეტოქემ აშკარად გვაჯობა და პირწმინდად წავაგეთ. პირველი გოლის შემდეგ თამაშს თავი დავანებეთ და შეტევები მხოლოდ მაშინ დავიწყეთ, როცა უკვე დიდი სხვაობით ვაგებდით (საქართველო-პოლონეთი 0:3).

2017 წლის 16 სექტემბერი
გია გეგუჩაძე: რა თქმა უნდა! ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. მერწმუნეთ, დაკარგული არაფერია. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ პოლონეთის ნაკრების თაობაზე შედარებით მწირი ინფორმაცია გვქონდა. ზოგმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა ახალგაზრდებში, ზოგმა 20-წლამდელებში ჩაატარა ამხანაგური თამაშები... მაგალითად, ახლა ვაკვირდებით დანიას და სულაც არ მგონია, რომ რაიმეთი ნაკლები გუნდია პოლონეთზე, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, შევძლებთ წარმატებით თამაშს.

არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, ბრძოლა არ უნდა შეწყვიტო! ჩვენ გვჭირდება ძლიერი, მტკიცე ხასიათის ფეხბურთელები".
მკითხველის კომენტარები / 71 /
მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მქონდეს ჩემი ქვეყნის სიყვარული და მიყვარდეს ფეხბურთის თამაში თავს მოვიკლავდი ფარერებტან წაგების მერე ან მწვრთნელს მოვკლავდი:)) ეგ ხუმრობით რათქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთელები რომლებსაც საქართველო უყვარს და ჩვენზე უკეთ ხედავენ თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში, არ ვითამაშებდი, არ უნდა ითამაშონ ფეხბურთი არცერთმა, იმედია მერე მაინც მიხვდებიან იმედია მერე მაინც შერცხვებათ. კობიაშვილო შენ როცა ვაისი მოიყვანე და ცხადაძე გაუშვი მაშინ მივხვდი ვინც და რაც იყავი ქართული ფეხბურთისთვის. მიდი მიაწექი და მოკალი ბოლომდი ბარემ. გრცხვენოდეს
jojo
11 ოქტომბერი 2017 23:13
0
ყოჩაღ, კობიაშვილო შენ მოუღე ბოლო მომაკვდავ ქართულ ფეხბურთს, აბა შენ იცი, ეხლა პარლამენტში ეკონომიკას მიხედე, იმედია ეგ საქმეც გესმის
ზაზ
11 ოქტომბერი 2017 20:59
2
ss ამბობ ფეხბურთის თამაში არ იციანო და არ ამბობ მწვრთნელების ლიცენზირებას ფედერაცია რომ ატარებს და რა განათლებასაც იღებენ იმ ფეხბურთს ასწავლიან.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ოქტომბერი 2017 09:11
0
რა შუაშია კობიაშვილი,ფეხბურთის თამაში არ იციან არაა,ვინც გინდა ის მოუყვანე აზრი არა აქვს არაა.
ss
11 ოქტომბერი 2017 23:47
17
farerebis da sakartvelos tamashis datkebis tin mtelma msoflios totalizatorebma eg tamashi ori saatit adre amoiges(kvelgan vnaxe), geguchadzes da kobiashvils etkoba didi fuli hlondat dadebuli((( mafiozebis xelshia kartuli fexburti(((
qomagi
11 ოქტომბერი 2017 18:01
2
ცუდია ეს კველაფერი რაც ჰვენს ტავს და ქვექანას ხდება
nnn
11 ოქტომბერი 2017 17:44
2
როგორ გვიყვარს ქართველებს ფეხბურთი, ყველას გული შეგვტკივა. მე პირადად მეტირება დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე,როდესაც ვუყურებ თუ როგორ უხარიათ ისლანდიელებს,ეგვიპტელებს,სირიელებს,როდესაც ქვეყანაში ასიათასობით ადამიანები იღუპება რა ბრძოლა გაუმართეს ავსტრალიელებს,ალბათ მარტო ფეხბურთის ცოდნაზეც არ არის შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი უნდა იყო,რომელიც არა აქვს ჩვენ ფეხბურთელებს.
ლაშა
11 ოქტომბერი 2017 17:41
2
სირცხვილია როდესაც სახელწიფოს აქვს მიდგომა, ფეხბურთი დაფინანსდეს 300 მილინამდე და ქვეყნის თავდაცვა 680 მილიონით>. ფეხბურთში რამდენი მილიონიც არ უნდა ჩავდოთ არ განვითარდება სანამ მწვრთნელების გადამზადება არ მოხდება და ბავშვთა ფეხბურთი არ განვითარდება,უსახსრობის გამო გაჭირვებული ოჯახის ბავშვები ვერ იხდიან გადასახადება.
გიორგი
11 ოქტომბერი 2017 17:23
1
წლიური და 6 წლიანი პროგრამა კი უნდა განვასხვაოთ...
ნუ ეგენი რომ ამხელა დაფინანსებას წყალში ყრიან ეგ სხვა თემაა
დავითი
11 ოქტომბერი 2017 22:40
0
ფაქტია, რომ ნაკრების მწვრთნელების ცვლას შედეგი არ მოაქვს, მე მგონი აზრი არ აქვს, ვინ არ დაინიშნა და ვერ გაამართლა.
ვიცი რომ შეუძლებელს ვითხოვ, მაგრამ იქნებ ფედერაციის ხელმძღვანელებად მოვიწვიოთ უცხოელი მენეჯერები, რომლებიც ხელისუფლებასთან ვალდებულებებით არ იქნებიან შებოჭილი, ამ მოჯადოებული წრიდან იქნებ გამოვიდეთ. ფაქტია, რომ ფედერაციაში მოსული პირები, საქმეზე არ ფიქრობენ, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა არ გააჩნიათ, არინ და ბიუჯეტის ფულებს ხარჯავენ, რატომ,რისთვის, როდემდე?
gia
11 ოქტომბერი 2017 17:06
0
ძალიან მაგარი იდეაა.
zaza
11 ოქტომბერი 2017 17:53
0
სასწრაფოდ უნდა ვთხოვოთ რეზო ძოძუაშვილს,სიომა ბარქაიას,ა.ჩივაძეს,თ.სულაქველიძეს,ვ.გუცაევს და რათქმაუნდა ოთარ გაბელიას განაახლონ ვარჯიში,ხო მანუჩარი დამავიწყდა მაჩაიძე.(ვწერ ამ გვარებს და გული სითბოთი და სიყვარულით მევსება).ახლა 50 ყოფილი ფეხბურთელი,რომ დავასახელო მერწმუნეთ კობიაშვილი მათში ვერ მოხვდება.
888
11 ოქტომბერი 2017 16:59
3
მოკლედ გასაგებია, ქართული ფეხბურთი რომ ასეთ დღეში, ეს კობის და გეგუჩას ბრალია.
არადა მთავრი დამნაშავე უცოდინარობააა. ქართული ფეხბურთი ჩარჩა გასული საუკუნის 70-ან წლებში. ამას ვერ ხვდებით ვერც ჟურნალისტები და ვერც ქომაგები. მწვრNელებზე არა მაქვს ლაპარაკი. ჩვენთან აქცენტი ინდივიდუალიზმზეა, თან ბავშვებში. ყველას ავიწყდება, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. აიღეთ არაბიძე და ხარაიშვილი. ვიღა თამაშობს ეგრე 21-ე საუკუნეში? ამათ ნაკრებში რა უნდათ. თვითონ ნაკრებიც რაღაც ბრიყვულ ფეხბურთს თამაშობს. როგორ გაგვივიდა გოლი სერბეთთან. კონტრშეტევაზე. გეგონება თავზე ვაჯექით. წესით ჩვენ უნდა გაგვეტანა კონტრშეტევებში, მაგრამ იმის გამო რომ ქართველი ბურთს აწვალებს, ფაქტიურად კონტრშეტევა არც გვქონია. რატო ვამახვილებ ყურადღებას? უბრალოდ კონტრშეტევის დროს ჩანს რამდენად გუნდურია გუნდი. თუ ინდივიდუალურია, პასს აგვიანებს, შედეგად იკარგება დრო. მე არც მახსოვს როდის გავიტანეთ კონტრშეტევაში. ეს უბრალო მაგალითია, მაგრამ სუსტი ასეთნაირად თამაშებს იგებს. ხოლო ჩვენ სუსტნი ვართ და შტერნი.
haha
11 ოქტომბერი 2017 16:25
3
haha კონტრშეტევა ჯერ უნდა ასწავლო და შემდეგ ავრჯიშო. გეგულება მოქმედი ქართველი მწვრტნელებიდან ვისაც ამის სწავლების კვალიფიკაცია გააჩნია?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 ოქტომბერი 2017 09:22
0
ქართველი და კონტრშეტევა? საიდან სადაო :))
ფაშა ძლიერი
11 ოქტომბერი 2017 20:04
0
ყოველთვის როდესაც ასეთ უსახურ და უგულო ფეხბურთს ვუყურებ მახსენდება ფილმი "პირველი მერცხალი" და პარალელს ვავლებ იმ 11 ლამაზ ფოთელ ბიჭსა და დღევანდელ ჩვენ გაზულუქებულ, ნაპატიებ,ნამუსგარეცხილ 11 ფეხბურთელს რომ ვერ უწოდებ ისეთ ხალხს შორის. პარალელს ვავლებ იმ 11 ფოთელ ბიჭთან, რომლებმაც ინგლისელ მეზღვაურებთან თამაშში წააგეს და გულამოსკვნილი ტიროდნენ, იმიტომ კი არ ტიროდნენ რომ ვაჟკაცობა აკლდათ, არა, იმოტომ ტიროდნენ რომ თავმოყვარეობა ქონდათ, იმიტომ ტიროდნენ რომ ქართველობა მათთვის ღვთისგან ბოძებული სტატუსი იყო, და ბოლოს იმიტომ ტიროდნენ რომ ფეხბურთი უყვარდათ სულმწარედ.მის მერე მსოფლიო ფეხბურთში ბერვმა წყალმა ჩაიარა, ვიცი რომ ფეხბურთს დღეს მარტო გულით ვერ ითამაშებ, რომ ამისათვის საჭირო ჯერ ბავშვთა ფეხბურთი დავაყენოთ ფეხზე, მივხედოთ მწრვთნელთა განათლებას და საფეხბურთო ინფრასტრუქტურას და ა.შ., მაგრამ თუთაშხიას თქმის არ იყოს თუ სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ შენო მეწისქვილეს რომ ეუბნება, ეგ ნაღდი სიტყვებია, და მისი პერაფრაზირებს ფეხბურთისთვის ასე შეიძლება: თუ თავმოყვარეობა და ფეხბურთის დიდი სიყვარული არ გაქვს, ფარერებთანაც ვერ მოიგებ, ვერა!!!
დათო
11 ოქტომბერი 2017 16:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული