U19. საქართველო-ჩეხეთის მატჩში მომხდარ ინციდენტზე საქმე 239-ე მუხლით აღიძრა

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კი მოედანზე ნივთების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარ არბიტრს მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეჩერდა.

- სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]

როგორც Sportall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით აღიძრა, რაც ხულიგნობას
გულისხმობს. გამოვლენილი და დაკავებულია თუ არა უკვე დამნაშავე, ამას უწყება არ ამხელს. სსკ-ის 239-ე მუხლის მიხედვით, ხულიგნობა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთ წლამდე.

ჯერჯერობით უცნობია, უეფასგან თუ რა სანქციები შეიძლება დაეკისროს საქართველოს. სფფ-ში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არავინ თქვას რომ ტელეფონის პატრონის პოვნა ვერ ხერხდება.რასაც დაგვაჯარიმებენ,იმის ნაწილიც უნდა გადაახდევინოთ.საერთოდაც კანონში უნდა შევიდეს მუხლი,სანქციაზე დამნაშავე ვინც იქნება,ამ სანქციის გარკვეული პროცენტის მასზე დაკისრებაზე.აი მაშინ ცოტა სხვანაირად მოიქცევიან.
სოსო
17:48 11-07-2017
0

სიახლეები პოპულარული