კრიშტიანო რონალდო ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო და ფინალურ ეტაპებზე გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ რეკორდი დაამყარა.

14 ნოემბერს, მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს გაუტანა და პორტუგალიას გამარჯვება მოუტანა - 1:0.

ამრიგად, 29 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე ევროპირველობის საკვალიფიკაციო და ფინალურ სტადიებზე ჩატარებულ 37 მატჩში გატანილი 23 გოლია. აქამდე საუკეთესო შედეგი - 22 გოლი თურქ ფორვარდს ჰაკან შუქურსა და ამპლუით მის დანიელ კოლეგა იონ-დალ ტომასონს ჰქონდათ.

მოქმედი ფეხბურთელებიდან კრიშტიანოს შედეგის ახლო მომავალში გაუმჯობესების შანსი ირლანდიელ რობი
კინს
აქვს, რომლის ანგარიშზეც ამჟამად 21 გოლია.

ასევე იხილეთ:
ევრო 2016. გერმანიამ გიბრალტარი დაჩაგრა, შოტლანდიამ კი ირლანდიას აჯობა
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი აქ კი ნამდვილად გაუმართლა რონალდუს,რადგან მესი არ ღებულობს ამ ტურნიში მონაწილეობას.
ჯეკო
01:33 16-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული