ჰოკეი. NHL. ყველა ვარსკვლავის მატჩი: პოლიციელი MVP გახდა

AutoSharing Option
გუშინ, ნეშვილში "ყველა ვარსკვლავის მატჩი" გაიმართა, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდა.

პირველობისთვის NHL-ის ოთხი დივიზიონის ნაკრები იბრძოდა: პირველ ნახევარფინალში ატლანტის დივიზიონი მეტროპოლიტანს შეხვდა, მეორეში - ცენტრალური წყნარი ოკეანის დივიზიონს. თითო მატჩი 20 წუთი ხანგრძლივობისა იყო და 3x3 ფორმატში იმართებოდა.

"ოლ სტარის" გამარჯვებული გახდა წყნარი ოკეანის დივიზიონი, ხოლო ამ გუნდის კაპიტანი ჯონ სკოტი MVP-დ დასახელდა. "მონრეალის" ჰოკეისტმა ნახევარფინალში ორი შაიბა გაიტანა, არადა, მანამდე NHL-ში ჩატარებულ 285 მატჩში მხოლოდ 11 ქულა (5+6) დააგროვა და 542 საჯარიმო წუთი მიიღო.

სხვათა შორის, ფინალის დროს სკოტი
თავისი საყვარელი საქმითაც დაკავდა და მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირთან პატრიკ კეინთან იჩხუბა.

შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურ უქმეებზე სკოტი არიზონელი გულშემატკივრების მიერ მოწყობილი აქციის წყალობით მოხვდა, მაგრამ იანვარში "არიზონადან" "მონრეალში" ტრეიდით გადასვლის შემდეგ, სკოტმა კინაღამ დაკარგა მთელი ცხოვრების შანსი.

1/2 ფინალი
ატლანტი-მეტროპოლიტანი 4:3
2:3, 2:0
გოლები: 0:1 ლეტანგი (მალკინი), 1:1 კარლსონი (ლარკინი), 1:2 კუზნეცოვი (ფოლკი), 2:2 იაგრი (ლარკინი), 2:3 მალკინი (შნაიდერი, საადი), 3:3 ეკბლადი (კომაროვი, ო'რაილი), 4:3 საბენი (ბიშოპი, ლარკინი).
მეკარეები: ლუონგო, ბიშოპი - ჰოლტბი, შნაიდერი

ცენტრალური-წყ. ოკეანე 6:9
3:3, 3:6
გოლები: 1:0 ნილი (უებერი, დუშენი), 1:1 სკოტი (ბერნსი), 1:2 პაველსკი (პერი, დ. სედინი), 2:2 ნილი (უებერი, დუშენი), 2:3 გოდრო (ჰოლი, ჯორდანო), 3:3 კეინი (რინე, ბენი), 3:4 დ. სედინი (გიბსონი), 3:5 სკოტი (ბერნსი), 3:6 ჰოლი (გოდრო), 3:7 დ. სედინი (პერი, დაუტი), 4:7 ბაფლინი (სეგუინი, ტარასენკო), 5:7 სეგუინი (ბაფლინი, ტარასენკო), 5:8 ჰოლი (გოდრო, ბერნსი), 5:9 დაუტი (პაველსკი), 6:9 იოსი (სეგუინი, ნილი).
მეკარეები: დუბნიკი, რინე - კუიკი, გიბსონი

ფინალი
წყ. ოკეანე-ატლანტი 1:0
1:0, 0:0
გოლი: 1:0 პერი (ბერნსი, დ. სედინი).
მეკარეები: კუიკი, გიბსონი - ლუონგო, ბიშოპი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული