სატრანსფერო სიახლეები
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იარომირ იაგრი - 1900
AutoSharing Option
23:29 16-02-2017
"ფლორიდა პანტერზის" ფორვარდს იარომირ იაგრს კარიერაში 1900 ქულა დაუგროვდა. ის არის მეორე მოთამაშე ჰოკეის ეროვნული ლიგის ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. უფრო მეტი ქულა მხოლოდ უეინ გრეტცკის აქვს მოპოვებული - 2857.

45 წლის ჩეხმა საიუბილეო ნიშნულს "სან ხოსესთან" მატჩში მიაღწია, როცა ერთი საგოლე პასი შეასრულა.

იაგრს დებიუტი NHL-ში 1990 წელს ჰქონდა "პიტსბურგში", რომლის შემადგენლობაში 11 სეზონი გაატარა და ორჯერ მოიგო სტენლის თასი (1991, 1992). ის ასევე გამოდიოდა "ვაშინგტონში", "რეინჯერსში", "ფილადელფიაში", "დალასში", "ბოსტონსა" და "ნიუ ჯერსიში". 23 სეზონის განმავლობაში, ჩეხმა 1683 მატჩი ჩაატარა და 1900 ქულა (759+1141) დააგროვა. პლეი ოფში ანალოგიური მონაგარია - 208 მატჩი და 201 ქულა (78+123). მას აღებული აქვს "არტ როს ტროფი" (1995, 1998, 1999, 2000, 2001), "ტედ ლინდსეი ტროფი" (1999, 2000, 2006) და "ჰარტ ტროფი" (1999).

* * *
"დეტროიტი რედ უინგზის" ფორვარდი გუსტავ ნიკუისტი ექვსი მატჩით არის დისკვალიფიცირებული "მინესოტასთან" მატჩში ჯარედ სპარჯონის წინააღმდეგ უხეშობისთვის.

შეხვედრა მინესოტაში 12 თებერვალს გაიმართა. ინციდენტი პირველი პერიოდის მე-15 წუთზე მოხდა. ნიკუისტმა სახეში ჩაარტყა ჯოხი სპარჯონს. ამის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამო, შვედმა ხუთწუთიანი ჯარიმა მიიღო.

ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, ნიკუისტს დაუკავდება ხელფასი მოცემულ პერიოდში. თანხა შეადგენს 160 ათას დოლარს და ფული გადაირიცხება NHL-ის მოთამაშეთა სასწრაფო დახმარების ფონდში.

კოლამბუსი-ტორონტო 5:2
2:0, 2:1, 1:1
გოლები: 1:0 ჯ. ანდერსონი-11 (ვ. კარლსონი-14, ს. ჯონსი-20), 2:0 ჯენერი-11 (ვერენსკი-24, დუბინსკი-21), 3:0 ბიორკსტრანდი-1 (ვენბერგი-35, საადი-23), 4:0 ნ. ფოლინო-20 (ვერენსკი-25, ვენბერგი-36), 4:1 კადრი-22 (კომაროვი-10, ლეივო-3), 4:2 კადრი-23 (ლეივო-4), 5:2 კალვერტი-9 (ს. ჯონსი-21).

დეტროიტი-სტ. ლუისი 0:2
0:1, 0:0, 0:1
გოლები: 0:1 ბარბაშევი-2 (აგოსტინო-2, გუნარსონი-4), 0:2 შვარცი-14.

კალგარი-ფილადელფია 3:1
1:1, 1:0, 1:0
გოლები: 0:1 კაზინსი-6 (რიდი-6), 1:1 ტკაჩაკი-11 (ბეკლუნდი-24, დ. ჰემილტონი-26), 2:1 ბროუდი-4 (ტკაჩაკი-25, ენგელანდი-9), 3:1 ჯორდანო-7.

სან ხოსე-ფლორიდა 5:6 (ო)
2:3, 1:0, 2:2, 0:1
გოლები: 0:1 ი. იოკინენი-8 (რ. სმიტი-13, ტროჩეკი-19), 1:1 ბერნსი-25 (პაველსკი-31), 1:2 ბიუგსტადი-3 (ეკბლადი-9, პისიკი-8), 1:3 ბარკოვი-12 (იენდლი-26, იუბერდო-4), 2:3 ჯ. უორდი-7 (ჯ. ტორნტონი-33, ბერნსი-36), 3:3 ვლაშიკი-4 (ლაბანკი-11, პაველსკი-32), 3:4 ბიუგსტადი-4 (პეტროვიჩი-7), 3:5 ბარკოვი-13 (იაგრი-22, პეტროვიჩი-8), 4:5 პაველსკი-19 (შლემკო-10, დილონი-6), 5:5 პაველსკი-20 (ჰერტლი-9, შლემკო-11), 5:6 იუბერდო-3 (ბარკოვი-20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.