ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში გამოსვლა 49-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
18 თებერვალს, სოჭის ოლიმპიადაზე პირველი ქართველი სპორტსმენი გამოვიდა.

ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში იასპარეზა და ორი დაშვების შემდეგ საბოლოოდ 49-ე ადგილი დაიკავა.

სულ ჯამში გიგანტურ სლალომში მონაწილეობა 90 სპორტსმენმა მიიღო და აქედან 16-მა პირველი დაშვება ვერ ჩაამთავრა.

პირველი დაშვების შემდეგ წიკლაური 54-ე იყო (1:27.27), ხოლო მეორე დაშვების (1:28.07) მერე ქართველი სპორტსმენი 5 პოზიციით დაწინაურდა. წიკლაურის საერთო დრო ორი დაშვების შემდეგ: 2:55.34. 

პირველი ადგილი და შესაბამისად, ოქროს მედალი სლოვენიელ თინა მაზეს ერგო: 1) 1:17.88 2) 1:18.99 - ჯამი - 2:36.87.

ვერცხლის პრიზიორი ავსტრიელი
ანა ფენიგერი გახდა: 1) 1:18.73 2) 1:18.21 - ჯამი - 2:36.94

ბრინჯაოს მფლობელი - გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი: 1) 1:19.24 2) 1:17.90 - ჯამი -2:37.14

შეგახსენებთ, რომ ნინო წიკლაური 21 თებერვალს სლალომში ცდის ძალებს.

იხილეთ მეორე დაშვება
Sportall.Ge

იხილეთ პირველი დაშვება
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
კითხვასთან პრობლემები გაქვთ? მე რამე ვთქვი გუდაურზე და ბაკურიანზე? მაგრამ ელემენტატრულად რარაცა უაზრობები არ უნდა ვარახუნოთ მესტიაზე და მთიან აჭარაზე. ჩვენთვისვე ჯობია, ქაჯები რომ არ გამოვჩნდეთ, და რომ გამოჩნდეს, რომ რაც მართლა გვაქვს, იმის დაფასება შეგვიძლია.
jondi -kargi ra!-ს
18:17 18-02-2014
0
სულ იყო 90 მონაწილე
rosto
16:21 18-02-2014
0

სიახლეები პოპულარული