ქართველი მოთხილამურეები ავსტრიაში მოემზადებიან

AutoSharing Option
საქართველოს სამთო მოთხილამურეებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს, რადგან პირველი დიდი შეჯიბრება - გიგანტურ სლალომში მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი ავსტრიულ კურორტ ზოლდენში ელით.

საქართველოს, როგორც ეროვნული, ისე ახალგაზრდული ნაკრების წევრები 10 ოქტომბერს ავსტრიის კურორტ ჰინტერტუქსში გაემგზავრებიან სავარჯიშოდ, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხის საუკეთესო მოთხილამურეები მთელი წლის განმავლობაში იმაღლებენ ოსტატობას.

საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ნაკრებთან ერთად ჰინტერტუქსში სნოუბორდერი რევაზ ნაზღაიძეც წავა, რომ საერთაშორისო ტურნირებისთვის სარეიტინგო ქულები მოაგროვოს.

ავსტრიაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ჩვენი მოთხილამურეები და ზამთრის სახეობათა ფედერაციის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ
ლევან ყიფიანს შეხვდნენ.

იქვე გაირკვა, რომ ჩვენები ავსტრიაში 30 ოქტომბრამდე დარჩებიან, ნოემბრიდან კი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრებებში ჩაებმებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული