ლინდსი შერონი გახდა

AutoSharing Option

ცნობილმა ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა ახალი სეზონის წინ სპორტული სამყაროს გაკვირვება გადაწყვიტა. ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მფლობელი... შერონ სტოუნი გახდა. მოთხილამურემ ჟურნალ ESPN-ის გარეკანისთვის ფილმ "ძირითადი ინსტინქტის" პერსონაჟი კეტრინ ტრემელი "გააცოცხლა". ამისთვის მან დაკითხვის ცნობილი სცენა გამოიყენა, რის შემდეგაც შერონ სტოუნს მთელი მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი გაუჩნდა.

"ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სტოუნს ვგავარ, - ამბობს ვონი. - მე და ჩემს მეუღლეს "ძირითადი ინსტინქტი" შერონის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად მიგვაჩნია. ამიტომაც დავთანხმდი ამ პროვოკაციულ გადაღებას".

საერთოდ კი, ლინდსის ფოტოკამერების წინ კეკლუცობა სპორტულ

კარიერაში ხელს სულაც არ უშლის და სხვადასხვა ჟურნალების ფურცლებზე მისი ამაღელვებელი ფოტოები საკმაოდ ხშირად ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული