ახალი სახეობები ზამთრის ოლიმპიადისთვის

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ მექსიკაში, აკაპულკოში გამართულ სხდომაზე დაუშვა შესაძლებლობა იმისა, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ახალი სპორტული დისციპლინები დაემატოს.

ახალი დსციპლინების სიაში შედის: თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომა ქალთა შორის; ფრისტაილი ჰაფპაიპი (ქალთა და ვაჟთა შორის); ფრისტაილი სლოპსტაილი (ქალთა და ვაჟთა შორის); სნოუბორდ სლოპსტაილი (ქალთა და ვაჟთა შორის); შერეული ესტაფეტა ბიატლონში; გუნდური ფიგურული სრიალი; გუნდური ესტაფეტა საციგურაო სპორტში.

სანამ ამ სახეობათა ოლიმპიადაში შეტანის საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, გააანალიზებენ  შესაბამის სახეობებში მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს, რომელიც 2011 წლის ზ
ამთრის სეზონში გაიმართება. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული