ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატი მერვე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
ქართველი მოციგურავე ელენე გედევანიშვილი დღეს ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით 22-ე ნომრად გამოვიდა,მან ენდრიუ ლოიდ ვებერის მუსიკაზე იცეკვა მიუზიკლიდან "ოპერის მოჩვენება". გედევანიშვილი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამის შემდეგ სამი ადგილით ჩამოქვეითდა, მან 147.96 ქულით 8-ე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გედევანიშვილმა მოკლე პროგრამა გამოსვლა 53.68 ქულით დაასრულა. ევროპის ჩემპიონი შვეიცარიელი სარა მეიერი გახდა,  ვერცხლის მედალი იტალიელმა კაროლინა კოსტნერმა მოიპოვა, მესამე ადგილზე კი  ფინელი კიირა კორპი გავიდა.

მომზადებულია isuresults.com-ის მიხედვით


.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული