ფიგურისტთა პირველი ოქრო რუსებისაა

AutoSharing Option
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა სპორტულ წყვილებში.

მოულოდნელობა არ მომხდარა - პირველობისთვის იბრძოლეს კონტინენტის მოქმედმა ჩემპიონებმა, რუსებმა ტატიანა ვოლოსოჟარმა და მაქსიმ ტრანკოვმა და გერმანულმა დუეტმა ალიონა სავჩენკოსა და რობინ შოლკოვის შემადგენლობით.

ბრძოლა მართლაც დაძაბული გამოვიდა და რუსებმა მხოლოდ შვიდი ქულით გაუსწრეს მსოფლიოს გერმანელ ჩემპიონებს, რითაც მეორედ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა იტალიურმა დუეტმა (სტეფანია ბერტონი და ონდრეი ჰოტარეკი).

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მამაკაცების ასპარეზობაში. აქ მთავარი ფავორიტი რუსი ვეტერანი ევგენი პლიუშჩენკო იყო, მაგრამ მოკლე პროგრამის შესრულებისას ყინულზე
დაეცა და მხოლოდ მეექვსე შედეგი აჩვენა.

მოგვიანებით, პლიუშჩენკომ ტრავმა მოიმიზეზა და საერთოდ მიატოვა ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით მე-16 ადგილზეა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული