პლიუშჩენკო დისკვალიფიცირებულია

AutoSharing Option
მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა (ISU) დისკვალიფიკაცია მიუსაჯა ცნობილ რუს მოციგურავეს ევგენი პლიუშჩენკოს.
ტურინის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამა წლის მარტში ტრავმის გამო უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონატში გამოსვლაზე, თუმცა ISU-ში შესაბამისი სამედიცინო დასკნა არ წარადგინა, ცოტა ხანში კი რუსეთში საჩვენებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ამის გაკეთება კი კავშირის ნებართვის გარეშე აკრძალული იყო.
ჯერჯერობით უცნობია დისკვალიფიკაციის ვადა, თუმცა რუსული მხარე დარწმუნებულია, რომ სასჯელი მკაცრი არ იქნება.

გია თვალაბეიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული