ელენე გედევანიშვილი ძალებს შეფილდში მოსინჯავს

AutoSharing Option
გუშინ დიდი ბრიტანეთის ქალაქ შეფილდში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, ტურნირი 29 იანვრამდე გასტანს.

ბუნებრივია, ჩვენი ერთადერთი იმედი 22 წლის ელენე გედევანიშვილია. ეს ქართველისთვის მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. გაგაცნობთ მის ნაჩვენებ შედეგებს: 2006 -V ადგილი; 2007 -VIII; 2008 -VII; 2009 - XXV; 2010 - III; 2011 - VIII. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ელენე ორი წლის წინანდელი ისტორიული მიღწევის გამეორებას.

გუშინ შეფილდში ქალთა შორის საკვალიფიკაციო ტურნირი დაიწყო, 23 მონაწილე 10 საგზურისთვის იბრძოდა. ბუნებრივია, ელენეს ძირითად ტურნირში ადგილი გარანტირებული აქვს. ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია
კონტინენტის სამგზის ჩემპიონი, იტალიელი კაროლინა კოსტნერი, რომელმაც შარშან წინ მხოლოდ შვეიცარიელი სარა მაიერი გაუშვა. სარა მაიერმა სპორტს თავი დაანება. შარშან ბრინჯაოს მედალი ფინელმა კიირა კორპიმ მოიგო, შეფილდში მას ვიხილავთ. ფავორიტთა შორის არიან რუსები, ქსენია მაკაროვა და ალიონა ლეონოვა. ალბათ, არც მასპინძელი ჯენა მაკორკელი უნდა დაგვავიწყდეს და შვედი ვიქტორია ჰელგესონი.

ქალთა მოკლე პროგრამა 28 მონაწილით 27 იანვარს გაიმართება, თავისუფალი - მეორე დღეს. სამწუხაროდ, ვაჟთა შორის, აგრეთვე წყვილებში ქართველებს წარმომადგენლები არ გვყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული