როგორ იქცა ფიგურისტი ნარკოდილერად

AutoSharing Option
მსოფლიოს 1995 წლის ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, აშშ-ის ყოფილ ჩემპიონს ფიგურულ ციგურაობაში ნიკოლ ბობეკს ნარკოტიკების გავრცელებისთვის 5-წლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ამის გარდა, ყოფილ სპორტსმენს 250 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება და ჯარიმის სახით 2,5 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. ორიოდე თვის წინათ ბობეკმა აღიარა, რომ წლების განმავლობაში მეტამფეტამინის გავრცელებით იყო დაკავებული.

ფიგურისტი იყო წევრი 28-კაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფებისა, რომელიც ყოველკვირეულად 10 ათასი დოლარის ღირებულების ნარკოტიკებს ავრცელებდა. დაჯგუფების ლიდერი ედვარდ კრუზი მომდევნო 16 წელიწადს ციხეში გაატარებს.

რაც შეეხება ჩვენს ფიგურისტს, მისი ადვოკატი ირწმუნება, რომ
ნიკოლ ბობეკი ბოლო 10 წლის განმავლობაში დეპრესიაში იყო - 1998 წელს ნაგანოს ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ მე-17 ადგილი დაიკავა და იმიტომო. ეტყობა, ვექილი ამით ცდილობდა სპორტსმენის ნარკოდილერად ქცევის გამართლება...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული