მოციგურავე ქალმა მეწყვილეს გამოსვლის დროს ცხვირი გაუტეხა [+VIDEO]

AutoSharing Option
კანადელმა მოციგურავე ქალმა მეგან დიუამელმა თავის პარტნიორ ერიკ რედფორდს მოსკოვის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლისას ცხვირი გაუტეხა. ეს 27 აპრილს საღამოს მოხდა, როდესაც სპორტული წყვილები მოკლე პროგრამას ასრულებდნენ.

ტრიალის შესრულებისას დიუამელმა რედფორდს შემთხვევით ცხვირში იდაყვი მოარტყა.

რედფორდს მაშინვე სისხლი წამოუვიდა, მაგრამ კანადელმა წყვილმა მოკლე პროგრამის დასრულება მოახერხა. შეძლებენ თუ არა დიუამელი და რედფორდი თავისუფალი პროგრამით გამოსვლას (28 აპრილს საღამოს) ჯერჯერობით უცნობია. მოციგურავის თქმით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ იგრძნობს თავს დილის ვარჯიშზე.

დიუამელმა აღიარა, რომ თავისი პარტნიორით ამაყობს, რომელმაც ტრავმის მიუხედავად გამოსვლის
დასრულება მაინც შეძლო. "ეს ცხვირია, საბედნიეროდ ხელი ან ფეხი არ არის. მტკივანი ცხვირით კი სრიალი შეიძლება", - თქვა მოციგურავემ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული