საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობას 4 კანდიდატი ჰყავს

AutoSharing Option
20 დეკემბერს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატთა წარდგინების ვადა ამოიწურა.

ადრევე დარეგისტრირებულ პრეტენდენტებს - რომან რურუას, გურამ საღარაძეს და მანუჩარ კვირკველიას ბოლო მომენტში პარლამენტარი ვალერი გელაშვილი და გოგი მაკასარაშვილი შეუერთდნენ, თუმცა ქართულ საჭიდაო ოჯახში, სადაც კვლავაც ვერ დაისადგურა მშვიდობამ, მოვლენები ელვის უსწრაფესად ვითარდება და საღარაძემ უკვე გაიტანა თავისი განცხადება; დღეს კი, სავარაუდოდ, რურუაც იმავეს გააკეთებს.

ამდენად, საპრეზიდენტო კამპანიას ჯერჯერობით 4 მსურველი შემორჩა. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 26 დეკემბერს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რურუას უყურე, ამ ძველ მაფიოზს. ახლა მაინც თუ ხვდებიან ცალტვინა მოჭიდავეები, რა გააჩალიჩა ტიპმა. დაიკავეთ ახლა ნემსი და ძაფი და კერეთ ჭიდაობის *** თქვენ არ გაქვთ და აკეთებინეთ ბიზნესი რომანოზს :)
sila
13:11 23-12-2014
0
მაკასარაშვილმა რა დამსახურებისთვის წამოაყენა თავისი კანდიდატურა. ამათ მოჭიდავეები საცდელი ვირთხები ხომ არ ვგონივართ. ამ უტ.. ინტრიგანმა ქექა და პრეზიდენტობა უნდა რომ გამოქექოს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული