ქართველმა სუმოისტებმა ისევ იმარჯვეს და ბალანსი გაათანაბრეს

AutoSharing Option
ნოემბრის ბაშოს სასტარტო ორი დღის პირწმინდად წაგების მერე სუმოს ელიტაში მოასპარეზე ქართველებმა მომდევნო ორი დღე წარმატებით დააგვირგვინეს.

მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) იორიკირის ილეთით აჯობა კოტოიუკის და 2-2 ბალანსი გაუხდა. მისი მომდევნო მეტოქე მე-9 მაეგაშირა მიოგირიუა.

ისევ ოშიდაშით იმარჯვა მე-16 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მან დოჰიოდან დაიშომარუ განდევნა. გაგამარუსაც 2-2 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე ჩიოოტორია.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰარუმაფუჯი-აოიამა (კოშიკუდაკე), კაკურიუ-კაისეი (იორიკირი), ჰაკუჰო-ტამავაში (ცუკიოტოში), ტერუნოფუჯი-შოდაი (იორიკირი), გოეიდო-მიტაკეუმი (იორიკირი), ტოჩინოშინი-კოტოიუკი (იორიკირი), გაგამარუ-დაიშომარუ (ოშიდაში).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-ოკინოუმი, ჰაკუჰო-ტოჩიოძანი,
ჰარუმაფუჯი-ენდო, გოეიდო-აოიამა, კისენოსატო-კაისეი, კოტოშოგიკუ-იოშიკაძე, ტოჩინოშინი-მიოგირიუ, გაგამარუ-ჩიოოტორი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული