სუმო. კიუშუს ბაშო. 13-27 ნოემბერი: მეორე დღე - ჩვენებურთა ისევ ორი მარცხი

AutoSharing Option
სუმოს ელიტაში წლის ბოლო სუპერტურნირის სტარტზე ჯერჯერობით ვერ ყოჩაღობენ ქართველი სუმოისტები - მე-6 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) და მე-16 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ).

ტოჩინოშინმა იორიკირის ილეთით დათმო მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან, ხოლო გაგამარუმ შიტატენაგეს ილეთით წააგო მე-15 მაეგაშირა იშიურასთან. ორივე ჩვენებურს 0-2 ბალანსი აქვს კიუშუს ბაშოზე.

II დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტოჩიოძანი (იორიკირი), ჰაკუჰო-აოიამა (ჰიკიოტოში), ჰარუმაფუჯი-კაისეი (უვატენაგე), კისენოსატო-ტამავაში (იორიკირი), მიტაკეუმი-კოტოშოგიკუ (კატასუკაში), ენდო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), ტაკარაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), იშიურა-გაგამარუ (შიტატენაგე).

III დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-კაისეი, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კაკურიუ-აოიამა, კოტოშოგიკუ-ტამავაში, ტერუნოფუჯი-ოკინოუმი, გოეიდო-იოშიკაძე, კისენოსატო-ენდო, ტოჩინოშინი-ჩიონოკუნი, გაგამარუ-ჩიოტაირიუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული