ქართველ სუმოისტთა მორიგი უიღბლო დღე ბაშოზე

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოს მე-11 დღეს მე-9 მარცხი იგემა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), მან ბრაზილიელ კაისეისთან დათმო ორთაბრძოლა. ტოჩინოშინს 2-9 ბალანსი აქვს და ახლა სეკივაკე ტაკარაფუჯის ხვდება.

წააგო თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ), მან ვეტერან ტაკეკაძეს ვერაფერი მოუხერხა. ჩვენებურს 5-6 ბალანსი აქვს და მისთვის ყოველ გამარჯვებას ოქროს ფასი აქვს. გაგამარუს მორიგი მეტოქე ნიშიკიგია.

აკი ბაშოს 11 გამარჯვებით ოძეკი გოეიდო ლიდერობს.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ტაკაიასუ-ჰარუმაფუჯი (ცუკიოტოში), კაკურიუ-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), გოეიდო-კისენოსატო (ვატაშიკომი), მიტაკეუმი-ტერუნოფუჯი (სოტოგაკე), კაისეი-ტოჩინოშინი (იორიკირი), ტაკეკაძე-გაგამარუ (ოკურიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
11-0: გოეიდო (ოძეკი)
9-2: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ტაკაიასუ
(სეკივაკე), ენდო (მაეგაშირა 14)... 5-6: გაგამარუ (მ 12)... 2-9: ტოჩინოშინი (მ 2).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-გოეიდო, ჰარუმაფუჯი-კოტოშოგიკუ, კისენოსატო-კაისეი, ტერუნოფუჯი-აოიამა, ტოჩინოშინი-ტაკარაფუჯი, გაგამარუ-ნიშიკიგი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული