ლევან გორგაძემ ბაშოზე უარყოფითი ბალანსი დაიბევა

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოს მე-10 დღეს მერვე მარცხი იგემა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), მან ტაკანოივასთან დათმო ორთაბრძოლა. შედეგად, ტოჩინოშინს 2-8 ბალანსი აქვს და რეიტინგში მორიგი ვარდნა მას არ აცდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური დღეისთვის მე-2 მაეგაშირაა. ტოჩინოშინის მორიგი მეტოქე ბრაზილიელი კაისეია, რომელსაც ქართველთან მარცხი კომუსუბის ტიტულს წაართმევს.

სამაგიეროდ, იმარჯვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მან მძლავრი ოშიდაშით დოჰიოდან კიოკუშუჰო გაიყვანა. ქართველ სუმოისტს 5-5 ბალანსი გაუხდა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე ვეტერანი ტაკეკაძეა.

X დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ტაკარაფუჯი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-აოიამა (იორიტაოში), გოეიდო-ტერუნოფუჯი (იორიკირი), კისენოსატო-კოტოშოგიკუ (იორიკირი), ტაკაიასუ-ოკინოუმი (იორიკირი), ტაკანოივა-ტოჩინოშინი (იორიკირი),
გაგამარუ-კიოკუშუჰო (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
10-0
: გოეიდო (ოძეკი)
9-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), ენდო (მაეგაშირა 14)... 5-5: გაგამარუ (მ 12)... 2-8: ტოჩინოშინი (მ 2).

XI დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-ტაკაიასუ, კაკურიუ-კოტოშოგიკუ, გოეიდო-კისენოსატო, ტერუნოფუჯი-მიტაკეუმი, ტოჩინოშინი-კაისეი, გაგამარუ-ტაკეკაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული