ქართველთა წყვილი მარცხი აკი ბაშოზე

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ოძეკის ტიტულის მფლობელ ტერუნოფუჯისთან უვატენაგეს ილეთით წააგო. ეს ქართველი სუმოისტის მე-5 მარცხია 6 ორთაბრძოლაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ის უკვე შეხვდა ყველა დიდ ჩემპიონსა და ჩემპიონს.

ლევან გორგაძის მორიგი მეტოქე მე-6 მაეგაშირა ჩიონოკუნია, რომელსაც 5-ჯერ შეხვდა და ამდენჯერვე მოუგო.

დამარცხდა თეიმურაზ ჯუღელიც (გაგამარუ), რომელმაც მონღოლ ტამავაშისთან დათმო, ვინც მისთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა (2:14). გაგამარუს 3-3 ბალანსი აქვს და ახლა იკიოის ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული