ლევან გორგაძე ისევ დიდ ჩემპიონთან დამარცხდა

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოზე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კიდევ ერთ იოკოძუნასთან დამარცხდა, მას სოტოგაკეს ილეთით დიდმა ჩემპიონმა კაკურიუმ მოუგო და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 19:1 გახადა. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ოძეკი ტერუნოფუჯია (2:7 ურთიერთშეხვედრებში).

იმარჯვა მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) და ბალანსი 3-2 გაუხდა, მან ტოიოჰიბიკის აჯობა. გაგამარუს შემდეგი მეტოქე მონღოლი ტამავაშია.

V დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები ): ჰარუმაფუჯი-შოდაი (იორიკირი), კაკურიუ-ტოჩინოშინი (სოტოგაკე), კისენოსატო-ტაკანოივა (იორიკირი), ტერუნოფუჯი-მიოგირიუ (უვატენაგე), გაგამარუ-ტოიოჰიბიკი (ოკურიდაში).

სატურნირო მდგომარეობა
5-0: გოეიდო (ოძეკი), ოკინოუმი (მაეგაშირა 1)
4-1: ჰარუმაფუჯი (იოკოძუნა), კოტოშოგიკუ (ოძეკი), ტაკაიასუ (სეკივაკე), იკიოი
(მ 7), კოტოიუკი (მ 8), ენდო (მ 14), კიოკუშუჰო (მ 15)... 3-2: გაგამარუ (მ 12)... 1-4: ტოჩინოშინი (მ 2).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): კაკურიუ-კაისეი, ჰარუმაფუჯი-ტაკანოივა, ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი, გოეიდო-ტაკაიასუ, კოტოშოგიკუ-ოკინოუმი, კისენოსატო-შოდაი, გაგამარუ-ტამავაში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე პირადათ სუმო არ მიყვარს.
გოგი ქუთაისელი
14:57 16-09-2016
0

სიახლეები პოპულარული