ლევან გორგაძე დიდ ჩემპიონთან დამარცხდა

AutoSharing Option
სექტემბრის ბაშოზე ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) დიდ ჩემპიონ ჰარუმაფუჯის შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. მონღოლთან წაგების შემდეგ ტოჩინოშინს 1-3 ბალანსი აქვს და ისევ დიდ ჩემპიონს ხვდება - მონღოლ კაკურიუს.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, მან დაიშომარუ დაამარცხა. ახლა მისი მეტოქე ტოიოჰიბიკია.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-შოდაი (იორიკირი), ჰარუმაფუჯი-ტოჩინოშინი (იორიკირი), კოტოშოგიკუ-მიოგირიუ (იორიკირი), კისენოსატო-იოშიკაძე (კოტენაგე), ოკინოუმი-ტერუნოფუჯი (საკატოტარი), გაგამარუ-დაიშომარუ (ოშიდაში).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-შოდაი, ტოჩინოშინი-კაკურიუ, კისენოსატო-ტაკანოივა, ტერუნოფუჯი-მიოგირიუ, გაგამარუ-ტოიოჰიბიკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული