ქართული მოგება და წაგება ბაშოს პირველ დღეს

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალა ტოკიოში დაიწყო აკი ბაშო, რომლის ელიტაშიც ორი ქართველი სუმოისტი ასპარეზობს.

პირველ დღეს მე-2 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკი გოეიდოს შეხვდა და იორიტაოშის ილეთით წააგო. ტოჩინოშინს მომდევნო მეტოქედ კიდევ ერთი ოძეკი, კოტოშოგიკუ ჰყავს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 4:21-ს აგებს.

მე-12 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელის (გაგამარუ) პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ჰომარეფუჯი იყო, ჩვენებურმა ოშიტაოშის ილეთით იმარჯვა. გაგამარუს მომდევნო მეტოქე სოკოკურაია (7:6).

აღსანიშნავია, რომ აკი ბაშოს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო მუხლის ტრავმის გამო დააკლდა.

I დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-კაისეი (ოშიდაში), ტოჩიოძანი- კაკურიუ (ოშიდაში), ოკინოუმი-კისენოსატო (იორიკირი),
იოშიკაძე-ტერუნოფუჯი (იორიკირი), გოეიდო-ტოჩინოშინი (იორიტაოში), კოტოშოგიკუ-შოდაი (იორიკირი), გაგამარუ-ჰომარეფუჯი (ოშიტაოში).

II დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰარუმაფუჯი-იოშიკაძე, კაკურიუ-ოკინოუმი, კაისეი-ტერუნოფუჯი, გოეიდო-შოდაი, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, გაგამარუ-სოკოკურაი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული