სექტემბრის ბაშოზე ქართველი სუმოისტების პირველი მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
11 სექტემბერს ტოკიოში სტარტს აიღებს აკი ბაშო, რომლის ელიტაშიც ორი ქართველი სუმოისტი იჭიდავებს.

პირველ დღეს მე-2 მაეგაშირა ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკის რანგის სუმოისტ გოეიდოს შეხვდება, ხოლო მე-12 მაეგაშირა თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მე-11 მაეგაშირა ჰომარეფუჯის დაუპირისპირდება.

მეორე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, კოტოშოგიკუ იქნება, ხოლო გაგამარუ ისევ მე-11 მაეგაშირას შეხვდება, ამჯერად სოკოკურაის.

აღსანიშნავია, რომ მუხლის ტრავმის გამო ბაშოს გამოტოვებს დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული