სუმოს ელიტაში ისევ ორი ქართველი იჭიდავებს

AutoSharing Option
დღეს სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ელიტაში ორი სუმოისტი გვეყოლება.

თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) მეორე დივიზიონ ძურიოში ასპარეზობდა, სადაც დადებითი ბალანსი გაინაღდა და ელიტაში დაბრუნდა. სექტემბრის ბაშოზე გაგამარუ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იქნება.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) სეკივაკეს რანგში ჭიდაობდა. მან ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა. სამწუხაროდ, მან ვერც კომუსუბის რანგი შეინარჩუნა, ახალი რეიტინგით ჩვენებური აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირაა.

სექტემბრის ბაშო ტოკიოში 11 სექტემბერს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული